ქალაქი თბილისი, დიდი დიღომის დასახლება, III მიკრო/რაიონი, კორპუსი 25
Decision
- Decision number
- 6518920
- Decision date
- 20 June 2023
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- როინ ჯანგირაშვილი
- Organization
- 14658
- Developer (company ID)
- 404921340
Parcel
- Cadastral code
- 01.10.08.006.072
- Owner
- ბინათმშენებლობის ამხანაგობა იმედი 2015
- Area
- 3,145 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.08.006.072Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1971723
- Status
- Not reviewed
- Registered
- 13 June 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 20 June 2023City answer
2023 წლის 13 ივნისის №AR1944261 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 13 ივნისს №AR1971723 განცხადებით მომართა როინ ჯანგირაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 13 ნოემბრის №5166530 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 13 ნოემბრის №5166530 ბრძანებით, №01.10.08.006.072 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 13 ნოემბრიდან 2021 წლის 13 ივნისის ჩათვლით. სამსახურის 2023 წლის 30 იანვრის №6305416 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2020 წლის 13 ნოემბრის №5166530 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდა 447.0 კვ.მ. ამასთან, შეთანხმებული გენ-გეგმა ჩანაცვლდა 2023 წლის 16 იანვრის №AR1944261 განცხადებაზე წარმოდგენილი გასწორებული გენ-გეგმით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2020 წლის 13 ნოემბრის №5166530 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 6946.1 კვ.მ-ის ნაცვლად 6948.3 კვ.მ-ის დაფიქსირება. ამასთან, №27-№32 ავტომობილების სადგომების ფართობების გასწორება. სამსახურმა წარმოდგენილი გეგმა-ნახაზები, შეცვლილი საცხოვრებელი და ავტომობილის სადგომების მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საცხოვრებელ ფართობებში არასწორად არის ჩათვლილი საჰაერო შახტების ფართობები. რაც შეეხება, ავტომობილების სადგომების ფართობებს, ვინაიდან, წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია რამდენიმე ავტომობილის სადგომის ფართობის გასწორება, სამსახურის მიერ გადამოწმდა მთლიანი საპროექტო შენობის შიდა ავტოსადოგომის ფართობი და დადგენილ იქნა, რომ აღნიშნულ ფართობში არასწორად არის ჩათვლილი კოლონების ფართობები. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ, ვინაიდან ავტომობილების სადგომებზე დამოუკიდებლად, ცალ-ცალკეა დაფიქსირებული ფართობები, საჭიროა სავალი ნაწილის ფართობიც დაფიქსირებულ იქნეს დამოუკიდებლად, ცალკე. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭიროა დატანილ იქნეს ავტოსადგომის მხოლოდ ერთიანი ჯამური მაჩვენებელი. გაითვალისწინეთ, რომ საცხოვრებელი და ავტოსადგომის ფართობების გასწორება, გამოიწვევს საერთო ფართობის დაზუსტებასაც. განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ, ავტოსადგომისა და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2020 წლის 13 ნოემბრის №5166530 ბრძანებით შეთანხმებული გეგმის იდენტური გეგმები (გეგმარების ცვლილების გარეშე), გასწორებული საცხოვრებელი და ავტოსადგომის ფართობების დაფიქსირებით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2023 წლის 13 ივნისის №AR1971723 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 20 June 2023Decision6518920 - Other
- 12 June 2023Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- გეგმები_შეკრული.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal