OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, პეტრე ხვედელიძის ქუჩა, N 8

AR1973128Construction permitOther use21 June 2023
Sign in to follow

Decision

Decision number
6532948
Decision date
28 June 2023
Outcome
Granted
Construction period
16 February 2023 – 16 February 2026
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ზურაბ ახალაია
Organization
9513
Developer (company ID)
406117492

Parcel

Cadastral code
01.17.10.008.153
Owner
შპს "ტიბინი ჯგუფი" (406117492)
Area
4,225 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1973128
Status
Approved
Registered
21 June 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 28 June 2023City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №6330907 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 21 ივნისს №AR1973128 განცხადებით მომართა ზურაბ ახალაიამ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №6330907 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №6330907 ბრძანებით №01.17.10.008.153 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი „ა“) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 16 თებერვლიდან 2026 წლის 16 თებერვლის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №6330907 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან კერძოდ: საცხოვრებელი ფართობად 3461.3 კვ.მ-ის ნაცვლად 3463.3 კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 718.3 კვ.მ-ის ნაცვლად 718.2 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 7638.6 კვ.მ-ის ნაცვლად 7640.5 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში.სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი +3.70, +19.70, +22.90, +26.10 და +29.30 ნიშნულების გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ საცხოვრებელი და საოფისე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №6330907 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №6330907 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 7640.5 კვ.მ., საცხოვრებელი ფართობად 3463.3 კვ.მ., საოფისე ფართობად 718.2 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №6330907 ბრძანებით შეთანხმებული +3.70, +19.70, +22.90, +26.10 და +29.30 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით (პდფ ფაილის მე-5, მე-10, მე-11, მე-12, მე-13 გვერდები). 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №6330907 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №6330907 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 28 June 2023Decision6532948 - Granted
  3. 21 June 2023Files uploaded
  4. 19 June 2023Files uploaded

Documents

Drawings and project files2

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal