ქალაქი თბილისი , გამზირი მოსკოვი , N 2 , (ნაკვ. 002/037)
Decision
- Decision number
- 6531609
- Decision date
- 27 June 2023
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლელა გურგენიძე
- Organization
- 28127
- Developer (company ID)
- 405501265
Parcel
- Cadastral code
- 01.17.12.002.037
- Owner
- შპს ,,საქართველოს რკინიგზა" (202886010) (202886010)
- Area
- 10,245 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.17.12.002.037Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1973268
- Status
- Rejected
- Registered
- 20 June 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 27 June 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 20 ივნისს №AR1973268 განცხადებით მომართა ლელა გურგენიძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 18 აპრილის №6418774 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 18 აპრილის №6418774 ბრძანებით №01.17.12.002.037 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის (რკინიგზის სადგური და სავაჭრო ცენტრი) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 18 მაისის №6466730 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 18 მაისიდან 2025 წლის 18 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი განმარტავს, რომ სამსახურის 2023 წლის 18 აპრილის №6418774 ბრძანებით შეთანხებული პირველი სართულის გეგმაზე არასწორად იყო დატანილი ადმინისტრაციის და ავზის და ტუმბოს ოთახები და აღნიშნული ოთახები გადანაცვლდა ერთმანეთში. შესაბამისად, ითხოვს წარმოდგენილი პირველი სართულის გეგმის ჩანაცვლებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილი პირველი სართულის გეგმაზე „დ-გ“ ღერძებში შეთანხმებულთან მიმართებით ერთმანეთში გადაადგილებულია ადმინისტრაციის და ავზის და ტუმბოს ოთახები, აღნიშნულის შედეგად კი იცვლება დაკავებულობა, რაც არ წარმოადგენს ტექნიკური შეცდომის გასწორების სამართლებრივ საფუძველს და საჭიროებს სამშენებლო დოკუმენტაციის ცვლილებას (კორექტირებას). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, განმცხადებლის მოთხოვნა პირველი სართულის გეგმაზე მდებარე ადმინისტრაციის და ავზის და ტუმბოს ოთახების გადანაცვლებასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას, სამსახური მოკლებულია 2023 წლის 18 აპრილის №6418774 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესაძლებლობას. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 27 June 2023Decision6531609 - Refused
- 20 June 2023Files uploaded
Documents
Other files1
- სამართლებრივზე ატვირთვა.rarOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal