OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა მატროსოვის , N 7 ; ქალაქი თბილისი , გამზირი ქეთევან წამებული , N 71

AR1973364Construction permitOther use20 June 2023
Sign in to follow

Decision

Decision number
6555783
Decision date
11 July 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ბექა ჩიქობავა
Developer (company ID)
406320841

Parcel

Cadastral code
01.17.12.005.064
Owner
შპს "სახლი 71" (406320841)
Area
9,658 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1973364
Status
Approved
Registered
20 June 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
4

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 11 July 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 21 აპრილის №6424436 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 20 ივნისს №AR1973364 განცხადებით მომართა ბექა ჩიქობავამ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 21 აპრილის №6424436 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 21 აპრილის №6424436 ბრძანებით, №01.17.12.005.064 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის (II ბლოკის) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 21 ივნისის №6521709 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 21 ივნისიდან 2026 წლის 21 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 21 აპრილის №6424436 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად - 487.9 კვ.მ-ის დაფიქსირება. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად 1822.0 კვ.მ-ის ნაცვლად 1827.7 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 319.5 კვ.მ-ის ნაცვლად 312.6 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 92.6 კვ.მის ნაცვლად 127.7 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 409.5 კვ.მ-ის ნაცვლად 382.7 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 11760.7 კვ.მ-ის ნაცვლად 11767.8 კვ.მ-ის დაფიქსირება. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, გენ-გეგმა და გეგმა-ნახაზები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ ეკონომიკური მაჩვენებლები, არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, წარმოდგენილი გენ-გეგმის მიხედვით საპროექტო შენობა-ნაგებობისთვის (II ბლოკის) განკუთვნილია 34 ღია ავტოსადგომი საერთო ფართობით 487.9 კვ.მ. შესაბამისად, სამსახურის 2023 წლის 21 აპრილის №6424436 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად შესაძლებელია დაფიქსირდეს - 487.9 კვ.მ. აგრეთვე, შეთანხმებული გენ-გეგმა და -3.000, +10.800 ნიშნულების გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ გენ-გეგმასა და ამავე ნიშნულის გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 21 აპრილის №6424436 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 21 აპრილის №6424436 ბრძანებაში და: 1.1. ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს - 487.9 კვ.მ. 1.2. ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად დაფიქსირდეს - 1827.7 კვ.მ., კომერციულ ფართობად - 312.6 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 127.7 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 382.7 კვ.მ., საერთო ფართობად - 11767.8 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 21 აპრილის №6424436 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა და -3.000, +10.800 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გენ-გეგმითა და ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 21 აპრილის №6424436 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 21 აპრილის №6424436 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 11 July 2023Decision6555783 - Granted
  3. 10 July 2023City answer
  4. 10 July 2023Files uploaded
  5. 6 July 2023City answer
  6. 1 July 2023City answer

Documents

Drawings and project files1

  • შესწორებული გენგეგმა და გეგმები 3.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal