ქალაქი თბილისი , ქუჩა ლერწამი , მიმდებარე ტერიტორია
Decision
- Decision number
- 6537967
- Decision date
- 30 June 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- კონსტანტინე დგებუაძე
- Developer (company ID)
- 405523955
Parcel
- Cadastral code
- 01.17.14.003.845
- Owner
- შპს "კონსტრუქშენ გრუპი 2030" (405523955)
- Area
- 1,434 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.17.14.003.845Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-3
- K1
- 0.7
- K2
- 0
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1973713
- Status
- Approved
- Registered
- 22 June 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 3
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 30 June 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №6446882 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 22 ივნისს №AR1973713 განცხადებით მომართა კონსტანტინე დგებუაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №6446882 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №6446882 ბრძანებით, №01.17.14.003.845 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 სექტემბრის N468 - განკარგულების საფუძველზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 19 მაისის №6468831 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 19 მაისიდან 2026 წლის 19 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №6508098 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2023 წლის 19 მაისის №6468831 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 14 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წარმოდგენილი განაცხადით მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №6446882 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 4664.52 კვ.მ-ის ნაცვლად 4669.98 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1097.35 კვ.მ-ის ნაცვლად 1081.79 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 928.04 კვ.მ-ის ნაცვლად 1263.05 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 72.74 კვ.მ-ის ნაცვლად 78.88 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1699.83 კვ.მ-ის ნაცვლად 1669.74 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 8462.48 კვ.მ-ის ნაცვლად 8763.17 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმა-ნახაზები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. აგრეთვე, შეთანხმებული გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №6446882 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №6446882 ბრძანებაში და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 4669.98 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 1081.79 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 1263.05 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 78.88 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 1669.74 კვ.მ., საერთო ფართობად - 8763.17 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №6446882 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №6446882 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №6446882 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 30 June 2023Decision6537967 - Granted
- 29 June 2023City answer
- 29 June 2023Files uploaded
- 26 June 2023City answer
- 26 June 2023Files uploaded
- 22 June 2023Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal