ქალაქი თბილისი , ქუჩა მუხრან მაჭავარიანის , N 1
Decision
- Decision number
- 6561887
- Decision date
- 14 July 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლევან ლომაძე
- Organization
- 42100
- Developer (company ID)
- 205217086
Parcel
- Cadastral code
- 01.10.10.019.001
- Owner
- სააქციო საზოგადოება "ჯეო კონსალტინგი" (205217086)
- Area
- 46,916 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026
Plots and zoning
- 01.10.10.019.001Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1974075
- Status
- Approved
- Registered
- 23 June 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 21 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 14 July 2023City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №6324042 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 23 ივნისს №AR1974075 განცხადებით მომართა ლევან ლომაძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №6324042 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახური 2023 წლის 16 თებერვლის №6324042 გადაწყვეტილებით №01.10.10.019.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დაეთანხმა I კლასის შენობა-ნაგებობის (ავტოსამრეცხაოს ბოქსების) მშენებლობის შესაძლებლობას. სამსახურის 2023 წლის 18 მაისის №6450343 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ავტოსერვისის განთავსების მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურში ასევე ფიქსირდება 2023 წლის 30 მაისის №AR1968606 განცხადება ავტოსერვისის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით. განმცხადებლის განმარტებით, აღარ აქვს სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №6324042 გადაწყვეტილების საფუძველზე სამუშაოების წარმოების ინტერესი და სურს II კლასის პარამეტრების შესაბამისი ავტოსერვისის მშენებლობა. ამასთან, 2023 წლის 30 მაისის №AR1968606 განცხადებაზე წარმოდგენილი საპროექტო ტერიტორიის დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალით დგინდება, რომ სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №6324042 გადაწყვეტილების საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული არ არის. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების №882023192248, მომზადების თარიღი: 16/03/2023 წ.), №01.10.10.019.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს სს „ჯეო კონსალტინგი“ (ს/ნ: 205217086). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22088456, მომზადების თარიღი: 18/08/2022 წ.) სს „ჯეო კონსალტინგის“ (ს/ნ: 205217086) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ლევან ლომაძე (პ/ნ: 01025020161). შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს ლევან ლომაძის 2023 წლის 23 ივნისის №AR1974075 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №6324042 გადაწყვეტილება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 14 July 2023Decision6561887 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal