ქალაქი თბილისი, გიორგი მელიქიშვილის ქუჩა, N 5
Decision
- Decision number
- 6582270
- Decision date
- 26 July 2023
- Outcome
- Granted
- Construction period
- 27 October 2020 – 27 October 2024
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თამაზ ჩახუნაშვილი
- Organization
- 52194
- Developer (company ID)
- 400154319
Parcel
- Cadastral code
- 01.19.36.012.034
- Owner
- სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (204521794)
- Area
- 1,309 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.19.36.012.034Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1976415
- Status
- Approved
- Registered
- 5 July 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 21 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 26 July 2023City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 ოქტომბრის №5161055 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 05 ივლისს №AR1976415 განაცხადით მომართა თამაზ ჩახუნაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 27 ოქტომბრის №5161055 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 27 ოქტომბრის №5161055 ბრძანებით №01.19.36.012.034 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამსახურის 2020 წლის 21 სექტემბრის №5097971 ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 27 ოქტომბრიდან 2024 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა ალექსანდრე ჯანაშია (პ/ნ: 01027082289). წინამდებარე განაცხადით, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო მოთხოვნილია სამსახურის 2020 წლის 27 ოქტომბრის №5161055 ბრძანებაში ცვლილების შეტანა და დამკვეთად ალექსანდრე ჯანაშიას (პ/ნ: 01027082289) ნაცვლად შპს „ეიმ ბილდინგ სითის“ (ს/ნ: 400154319 ) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882023155718, მომზადების თარიღი: 07/03/2023 წ.) თანახმად, №01.19.36.012.034 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და ფართების ნაწილი, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „ეიმ ბილდინგ სითის“ (ს/ნ: 400154319 ) საკუთრებას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B23032302; მომზადების თარიღი: 07/03/2023 წ.) შპს „ეიმ ბილდინგ სითის“ (ს/ნ: 400154319) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს - გია ბასიაშვილი (პ/ნ: 01022009708). სამსახურში წარმოდგენილია გია ბასიაშვილის (პ/ნ: 01022009708) მიერ განმცხადებლის - თამაზ ჩახუნაშვილის (პ/ნ: 01024061809) სახელზე გაცემული 2023 წლის 03 ივლისის №01-07/07 მინდობილობა. შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 20-ე მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო, მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.19.36.012.034 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ეიმ ბილდინგ სითი“ (ს/ნ: 400154319) და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2020 წლის 27 ოქტომბრის №5161055 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ეიმ ბილდინგ სითის“ (ს/ნ: 400154319 ) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 ოქტომბრის №5161055 ბრძანებაში და დამკვეთად ალექსანდრე ჯანაშიას (პ/ნ: 01027082289) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ეიმ ბილდინგ სითი“ (ს/ნ: 400154319 ). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 ოქტომბრის №5161055 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 ოქტომბრის №5161055 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 26 July 2023Decision6582270 - Granted
- 5 July 2023Files uploaded
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal