ქალაქი თბილისი , ზურაბ საკანდელიძის ქუჩა N7
Decision
- Decision number
- 6595038
- Decision date
- 2 August 2023
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ბუდუ რამიშვილი
- Developer (company ID)
- 205188447
Parcel
- Cadastral code
- 01.14.08.001.056
- Owner
- შპს "იბერია უძრავი ქონება" (205038546)
- Area
- 1,108 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.08.001.056Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1977779
- Status
- Rejected
- Registered
- 12 July 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 21 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 2 August 2023City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 12 ივლისს №AR1977779 განცხადებით მომართა ბუდუ რამიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 28 ნოემბრის №6217539 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახური, 2022 წლის 28 ნოემბრის №6217539 გადაწყვეტილებით, დაეთანხმა ქ. თბილისში, ზურაბ საკანდელიძის ქუჩა №7-ში მდებარე №01.14.08.001.056.01.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ფართის ფასადზე საჩრდილობლის მოწყობის შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ სამსახურის 2023 წლის 19 ივლისის №6570503 გადაწყვეტილებით, დავით ვაშაკიძეს უარი ეთქვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცვლილების (ფოტომონტაჟის კორექტირება) თაობაზე. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია 2022 წლის 28 ნოემბრის №6217539 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს უკანონოს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლი განსაზღვრავს აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლებს, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სამსახურს უფლება აქვს ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონიერი აქტი, რომელიც, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით უნდა იყოს კანონიერი, ხოლო ამავე კოდექსის მე–60 პრიმა მუხლით, განსაზღვრულია აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, კერძოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამასთან, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა სამსახურის 2022 წლის 28 ნოემბრის №6217539 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ, 2023 წლის 13 ივლისს, წარდგენილ იქნა №19-01231941451-10 ადმინისტრაციული საჩივარი სამსახურის 2022 წლის 28 ნოემბრის №6217539 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. განგიმარტავთ, რომ ამ ეტაპზე ადმინისტრაციული საჩივარი განხილვის პროცესშია და სამსახური იმოქმედებს კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 2 August 2023Decision6595038 - Refused
- 12 July 2023Files uploaded
- 12 July 2023Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal