OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა, N 43ა

AR1978698Construction permitOther use17 July 2023
Sign in to follow

Decision

Decision number
6585485
Decision date
27 July 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ავთანდილ მახარობლიშვილი
Organization
22200
Developer (company ID)
406033983

Parcel

Cadastral code
01.15.03.010.073
Owner
შპს "სანი" (406033983) (406033983)
Area
1,642 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1978698
Status
Approved
Registered
17 July 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
10 days
from registration to the decision
Rounds of remarks
3

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 27 July 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5503959 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 17 ივლისს №AR1978698 განცხადებით მომართა ავთანდილ მახარობლიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5503959 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5503959 ბრძანებით №01.15.03.010.073 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა სასტუმროს არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 28 ივლისის №5524484 ბრძანებით ზემოაღნიშნული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 29 ივლისიდან 2023 წლის 29 ივლისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5503959 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა ფართობების დაჯამებასთან დაკავშირებით და ითხოვს კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 902.72 კვ.მ-ის ნაცვლად 1160.83 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 1188.88 კვ.მ-ის ნაცვლად 609.39 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 5324.15 კვ.მ-ის ნაცვლად 5359.24 კვ.მ-ის დაფიქსირებას. ამასთან, განმცხადებელს სურს, სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5503959 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს კომერციული ფართობი 356.47 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმები არ იცვლება, არქიტექტურულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5503959 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5503959 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 5359.24 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1160.83 კვ.მ., დამხმარე ფართობად 609.39 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5503959 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს კომერციული ფართობი 356.47 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5503959 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები (გარდა, გადახურვის გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმებით. 3.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5503959 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 ივლისის №5503959 ბრძანებასთან ერთად. 5.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 27 July 2023Decision6585485 - Granted
  3. 26 July 2023City answer
  4. 25 July 2023City answer
  5. 25 July 2023Files uploaded
  6. 17 July 2023Files uploaded

Documents

Drawings and project files1

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal