OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, შუამთის ქუჩა, N 21

AR1979020Construction permitOther use18 July 2023- Varketili
Sign in to follow

Decision

Decision number
6583122
Decision date
26 July 2023
Outcome
Granted
Construction period
31 March 2023 – 31 August 2024
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
თამთა ხაჟომია
Developer (company ID)
205143824

Parcel

Cadastral code
01.19.20.027.018
Owner
შპს "ვი თი ჯგუფი" (205143824)
Area
4,039 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1979020
Status
Approved
Registered
18 July 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
0 days
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
5

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 26 July 2023City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 მარტის №6395878 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 18 ივლისს №AR1979020 განცხადებით მომართა თამთა ხაჟომიამ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 31 მარტის №6395878 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 31 მარტის №6395878 ბრძანებით №01.19.20.027.018 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა სკოლის რეკონსტრუქციის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 31 მარტიდან 2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 მარტის №6395878 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საერთო ფართობად 2719.5 კვ.მ-ის ნაცვლად 2656.4 კვ.მ-ის, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 333.3 კვ.მ-ის ნაცვლად 768.5 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 696 კვ.მ-ის ნაცვლად 529.4 კვ.მ-ის, სასწავლო აუდიტორიის ფართობად 1030.6 კვ.მ-ის ნაცვლად 1030.3 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელს, ასევე სურს სამსახურის 2023 წლის 31 მარტის №6395878 ბრძანებით შეთანხმებული ტექნიკური-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნას სარდაფის ფართობი 331.4 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ არქიტექტურული გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 მარტის №6395878 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 მარტის №6395878 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 2656.4 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 768.5 კვ.მ., დამხმარე ფართობად 529.4 კვ.მ., სასწავლო აუდიტორიის ფართობად 1030.3 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2023 წლის 31 მარტის №6395878 ბრძანებით შეთანხმებული ტექნიკური-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნას სარდაფის ფართობი 331.4 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 მარტის №6395878 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები (გარდა სახურავის გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 მარტის №6395878 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 მარტის №6395878 ბრძანებასთან ერთად. 5.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 26 July 2023City answer
  3. 26 July 2023Files uploaded
  4. 26 July 2023Decision6583122 - Granted
  5. 26 July 2023City answer
  6. 26 July 2023Files uploaded
  7. 24 July 2023City answer
  8. 24 July 2023Files uploaded
  9. 21 July 2023City answer
  10. 21 July 2023Files uploaded

Documents

Other files4

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal