OpenCAD
Rejected

ქ.თბილისი, ვარკეთილის III მ/რ, კორპუსი N304-ის მიმდებარედ

AR1980865Construction permitOther use26 July 2023- Varketili
Sign in to follow

Decision

Decision number
6585546
Decision date
27 July 2023
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ზაზა მაისურაძე
Developer (company ID)
405196764

Parcel

Cadastral code
01.19.39.026.030
Owner
შპს "საინჟინრო კომპანია პმკ" (405196764)
Area
1,245 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1980865
Status
Rejected
Registered
26 July 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 27 July 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 26 ივლისს №AR1980865 განცხადებით მომართა ზაზა მაისურაძემ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №6202142 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №6202142 ბრძანებით №01.19.39.026.030 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 01 დეკემბრის №6230209 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 01 დეკემბრიდან 2024 წლის 01 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2023 წლის 02 თებერვლის №6310772 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2022 წლის 01 დეკემბრის №6230209 ბრძანებაში, მშენებლობის ვადის ნაწილში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 02 თებერვლიდან 2025 წლის 02 თებერვლის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებელი განმარტავს, რომ სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №6202142 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 2131.1 კვ.-ის ნაცვლად უნდა იყოს 2123.8 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 648.7 კვ.მ-ის ნაცვლად 647.6 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 588.2 კვ.მ-ის ნაცვლად 340.5 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №6202142 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმებზე დატანილი საცხოვრებელი, საზაფხულო და ავტოსადგომის ჯამური ფართობები და ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირებული ამავე ფუნქციის ფართობები ერთმანეთთან შესაბამისია (მათ შორის, არქიტექტურული გეგმების ექსპლიკაციაზე დატანილ ფართობებთან). შესაბამისად, სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №6202142 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში აღნიშნულ ფართობებთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომა არ ფიქსირდება. ამასთან, აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმებზე ფართობები დატანილია სწორად (შეთანხმებული „გეგმების pdf ფაილის“ ველში ატვირთული გეგმების 1-8 გვერდები). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №6202142 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმებზე ფართობები დატანილია სწორად და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ფართობები დაფიქსირებულია აღნიშნული ფართობების შესაბამისად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას გაასწოროს ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 10 ნოემბრის №6202142 ბრძანებაში აღნიშნულ ფართობებთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 27 July 2023Decision6585546 - Refused

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal