ქალაქი თბილისი , ქუჩა მატროსოვის , N 7 ; ქალაქი თბილისი , გამზირი ქეთევან წამებული , N 71
Decision
- Decision number
- 6614830
- Decision date
- 15 August 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ბექა ჩიქობავა
- Developer (company ID)
- 406320841
Parcel
- Cadastral code
- 01.17.12.005.064
- Owner
- შპს "სახლი 71" (406320841)
- Area
- 9,658 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026
Plots and zoning
- 01.17.12.005.064Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1982888
- Status
- Approved
- Registered
- 7 August 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 15 August 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 19 მაისის №5919381 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 07 აგვისტოს №AR1982888 განცხადებით მომართა ბექა ჩიქობავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 19 მაისის №5919381 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 19 მაისის №5919381 ბრძანებით №01.17.12.005.064 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მაღაზიის არქიტექტურული პროექტი. დღევანდელი მდგომარეობით, აღნიშნული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2022 წლის 19 მაისის №5919381 ბრძანებაში, „მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ი“-ს ველში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ შპს „მერიდიანი 2007“-ის (ს/ნ: 206284876) და შპს „სახლის 71“-ის (ს/ნ: 406320841) ნაცვლად დაფიქსირდა მხოლოდ შპს „სახლის 71“ (ს/ნ: 406320841). შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: 882023159803, მომზადების თარიღი: 01/03/2023 წ.), №01.17.12.005.064 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ შპს „მერიდიანი 2007“ (ს/ნ: 206284876) და შპს „სახლის 71“ (ს/ნ: 406320841). აქედან გამომდინარე, ვინაიდან, სამსახურის 2022 წლის 19 მაისის №5919381 ბრძანების გამოცემის დროისთვის თანამესაკუთრეებად შპს „მერიდიანი 2007“ (ს/ნ: 206284876) და შპს „სახლის 71“ (ს/ნ: 406320841) ფიქსირდებოდა, აღნიშნულ ბრძანებაში „მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ი“-ს ველში მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ უნდა დაფიქსირებულიყვნენ შპს „მერიდიანი 2007“ (ს/ნ: 206284876) და შპს „სახლის 71“ (ს/ნ: 406320841), თუმცა ტექნიკური შეცდომის გამო თანამესაკუთრეების მონაცემები არასწორად აისახა სამსახურის 2022 წლის 19 მაისის №5919381 ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 19 მაისის №5919381 ბრძანებაში და ბრძანების „მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ი“-ს ველში საპროექტო მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებად დაფიქსირდნენ შპს „მერიდიანი 2007“ (ს/ნ: 206284876) და შპს „სახლის 71“ (ს/ნ: 406320841). 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 19 მაისის №5919381 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 19 მაისის №5919381 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 15 August 2023Decision6614830 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal