OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, დავარის ქუჩა, N 38

AR1983702Construction permitOther use10 August 2023- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
6621366
Decision date
18 August 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ირაკლი მაზიაშვილი
Developer (company ID)
405510745

Parcel

Cadastral code
01.72.14.036.156
Owner
კოტე ამაღლობელი (P/N: *********21)
Area
2,500 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1983702
Status
Approved
Registered
10 August 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
8 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 18 August 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 04 ივლისის №6543774 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 10 აგვისტოს №AR1983702 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 04 ივლისის №6543774 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ეტაპების მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 04 ივლისის №6543774 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელი დიღომი, დავარის ქუჩა №38-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.036.156) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 04 ივლისიდან 2025 წლის 04 ივლისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 04 ივლისის №6543774 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში არასწორად მოხდა ეტაპების დაფიქსირება. კერძოდ, აღნიშნულ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში და ამავე ბრძანებით შეთანხმებულ მშენებლობის ორგანიზების პროექტში დაფიქსირებული მშენებლობის ეტაპები ერთმანეთთან შეუსაბამოა. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება და ეტაპების დაფიქსირება შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების პროექტის შესაბამისად. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. სამსახურის 2023 წლის 04 ივლისის №6543774 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში მშენებლობის ეტაპები უნდა დაფიქსირებულიყო ამავე ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების პროექტის შესაბამისად, თუმცა ტექნიკური შეცდომის გამო აღნიშნული ეტაპები ბრძანებაში არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 04 ივლისის №6543774 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მშენებლობის ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია სამშენებლო მოედნის მოწესრიგებასთან, მათ შორის, ამორტიზებული ან სხვა არსებული ნაგებობების დაშლასთან და სამშენებლო ნაგვის მოცილებასთან, მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების გადატანასთან, სამშენებლო ბანერების გაკვრასთან. შენობა-ნაგებობის ნაწილის გრუნტზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება. შენობის მიწის სამუშაოები; შენობის ფუძის მოწყობის სამუშაოები, შენობის საძირკვლების მოწყობის სამუშაოები, ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობის ნულოვან ნიშნულამდე. ძირითადი კარკასის მონტაჟი +9.40 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით). ძირითადი კარკასის მონტაჟი +19.00 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით). ძირითადი კარკასის მონტაჟი +28.60 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით). ძირითადი კარკასის მონტაჟი +38.20 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით). შენობის სახურავის მოწყობა, შენობის არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა, შენობის ლოკალური საერთო საინჟინრო ქსელების მონტაჟი. გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოების დასრულება, ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟი. ტერიტორიის კეთილმოწყობა, სამშენებლო ნარჩენების გატანა. გაითვალისწინეთ: მშენებლობის ნებართვის მფლობელი (დამკვეთი) ვალდებულია “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შეადგინოს მშენებლობის (ზედამხედველობის) ეტაპის დასრულების ოქმი და სამშენებლო/სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე წერილობითი სახით წარადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას - დაჯარიმებას.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 04 ივლისის №6543774 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 04 ივლისის №6543774 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 18 August 2023Decision6621366 - Granted
  3. 10 August 2023Files uploaded

Documents

Other files1

  • მოპ შეთთანხმებული.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal