OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა, N 80

AR1983728Construction permitOther use11 August 2023
Sign in to follow

Decision

Decision number
6638611
Decision date
30 August 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ჯონი საჯაია
Developer (company ID)
406127392

Parcel

Cadastral code
01.19.21.002.351
Owner
ბესიკ მაზმიშვილი (P/N: *********60)
Area
3,568 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Industrial
    Sub-zone
    s-1
    K1
    0
    K2
    0
    Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1983728
Status
Approved
Registered
11 August 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
19 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 30 August 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 03 ივლისის №6509706 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 11 აგვისტოს №AR1983728 განცხადებით მომართა ჯონი საჯაიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 03 ივლისის №6509706 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 03 ივლისის №6509706 ბრძანებით №01.19.21.002.351 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა საწყობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 03 ივლისიდან 2024 წლის 03 ივლისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2023 წლის 03 ივლისის №6509706 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას, ვინაიდან ვერ ხერხდება მშენებლობის განხორციელება. ასევე, განმცხადებლის მიერ წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილია ტერიტორიის, დღევანდელი მდგომარეობით არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ სამსახურის 2023 წლის 03 ივლისის №6509706 ბრძანების საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები არ არის. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №882023487396, მომზადების თარიღი: 29/05/2023 წ.) თანახმად, №01.19.21.002.351 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ შპს „ოპოკო“ (ს/ნ: 406127392) და უშანგი იშხანიშვილი (პ/ნ: 01024060458.) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22165026; მომზადების თარიღი: 27/12/2022 წ.) შპს „ოპოკო“-ს (ს/ნ: 406127392) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს გიორგი გვარამაძე (პ/ნ: 01026012843). წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილია შპს „ოპოკო“-ს (ს/ნ: 406127392) დირექტორის გიორგი გვარამაძის და უშანგი იშხანიშვილის მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული მინდობილობები (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 230434702, რეგისტრაციის თარიღი: 05.04.2023 წ. და სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 230434750, რეგისტრაციის თარიღი: 05.04.2023 წ.). შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. ამასთან, განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები არ უქმდება (მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, მშენებლობის ეტაპების დარღვევის შემთხვევაში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგი და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება). "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: 1.დაკმაყოფილდეს ჯონი საჯაიას 2023 წლის 11 აგვისტოს №AR1983728 განცხადება. 2.ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 03 ივლისის №6509706 ბრძანება. 3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 30 August 2023Decision6638611 - Granted
  3. 28 August 2023City answer
  4. 28 August 2023Files uploaded
  5. 11 August 2023Files uploaded

Documents

Other files2

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal