ქალაქი თბილისი , ქუჩა მ. კოსტავას , N 70
Decision
- Decision number
- 6660975
- Decision date
- 15 September 2023
- Outcome
- Granted
- Construction period
- 29 June 2023 – 29 April 2024
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი შარაშიძე
- Developer (company ID)
- 404934899
Parcel
- Cadastral code
- 01.10.13.031.021
- Owner
- შპს "დი და ჯი" (202066655)
- Area
- 535 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.10.13.031.021Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1983966
- Status
- Approved
- Registered
- 15 August 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 31 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 15 September 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6536391 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 15 აგვისტოს №AR1983966 განცხადებით მომართა ირაკლი შარაშიძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6536391 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6536391 ბრძანებით №01.10.13.031.021 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 29 ივნისიდან 2024 წლის 29 აპრილის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6536391 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: დამხმარე ფართობად 212.5 კვ.მ-ის ნაცვლად 232.8 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 429.1 კვ.მ-ის ნაცვლად 430.3 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 2371.4 კვ.მ-ის ნაცვლად 2392.9 კვ.მ-ის დაფიქსირებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882022924749 მომზადების თარიღი: 07/12/2022 წ.) №01.10.13.031.021 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს გიზა კაპიტალი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404934899). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: B22155947; მომზადების თარიღი: 07/12/2022 წ.) შპს გიზა კაპიტალის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს გიორგი თავდიშვილი. წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი 2023 წლის 11 იანვრის №1 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის ირაკლი შარაშიძის უფლებამოსილება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებელი და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. ამასთან, გეგმარება არ იცვლება. ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6536391 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებში დამხმარე ფართობად დაფიქსირდეს: 232.8 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 430.3 კვ.მ., საერთო ფართობად: 2392.9 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6536391 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები (გარდა +26.60 ნიშნულის გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6536391 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6536391 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 15 September 2023Decision6660975 - Granted
- 12 September 2023City answer
- 12 September 2023Files uploaded
- 5 September 2023Deadline extendedby 15 days, new deadline: 19 October 2023
- 11 August 2023Files uploaded
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal