OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა გალი , N 8; ქალაქი თბილისი , ქუჩა პეტრიაშვილი , N 31; ქალაქი თბილისი , ქუჩა პეტრიაშვილი , N 31ა

AR1984093Construction permitOther use14 August 2023- Vake
Sign in to follow

Decision

Decision number
6621565
Decision date
18 August 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ნიკოლოზ ჩხაიძე
Developer (company ID)
404678176

Parcel

Cadastral code
01.15.02.031.014
Owner
ზურაბ სვანიძე (P/N: *********57)
Area
426 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1984093
Status
Approved
Registered
14 August 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
4 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 18 August 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №6609910 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 14 აგვისტოს №AR1984093 განცხადებით მომართა ნიკოლოზ ჩხაიძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №6609910 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2023 წლის 11 აგვისტოს №6609910 ბრძანებით №01.15.02.031.014, №01.15.02.031.008 და №01.15.02.031.007 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №6609910 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, განმცხადებელი უთითებს, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება მოთხოვნილი იყო სამ საპროექტო მიწის ნაკვეთზე, ხოლო, სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №6609910 ბრძანებაში მითითებულია მხოლოდ ორი საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2023 წლის 26 ივნისს №AR1973811 განცხადებით მოთხოვნილ იქნა №01.15.02.031.014, №01.15.02.031.008 და №01.15.02.031.007 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. ამასთან, ,,განსაზღვრეთ განაცხადის მდებარეობა რუკაზე“ - ველში რუკაზე მონიშნულ იქნა №01.15.02.031.014, №01.15.02.031.008 და №01.15.02.031.007 საკადასტრო კოდები. სამსახურმა იმსჯელა საკითხზე და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა, ბრძანებაში მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ი-ს ველში №01.15.02.031.014, №01.15.02.031.008 და №01.15.02.031.007 საკადასტრო კოდების ნაცვლად პროგრამულად მხოლოდ №01.15.02.031.014, №01.15.02.031.008 საკადასტრო კოდები აისახა. სამსახური, აქვე განმარტავს, რომ რამდენიმე საპროექტო საკადასტრო კოდის არსებობის შემთხვევაში პროგრამა ბრძანებაში ავტომატურად აფიქსირებს რუკაზე მონიშნულ მხოლოდ პირველ ორ საკადასტრო კოდს. ამასთან, სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №6609910 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში - საკადასტრო კოდ(ებ)ის ველში მითითებულია საპროექტო მიწის ნაკვეთის სამივე საკადასტრო კოდი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №6609910 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №6609910 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ი-ს ველს დაემატოს შემდეგი ჩანაწერი: საკადასტრო კოდი: №01.15.02.031.007 მისამართი: ქალაქი თბილისი, პეტრიაშვილის ქუჩა №31ა ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო ფართობი: 177.00 კვ.მ. მესაკუთრე(ები): შპს ,,ჰილსაიდ დეველოპმენტი'' (ს.ნ: 404678176) 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №6609910 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №6609910 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 18 August 2023Decision6621565 - Granted
  3. 14 August 2023Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal