ქალაქი თბილისი, ქიზიყის ქუჩა, N 42
Decision
- Decision number
- 6629694
- Decision date
- 24 August 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი ლოლაძე
- Developer (company ID)
- 406136097
Parcel
- Cadastral code
- 01.19.22.002.024
- Owner
- შპს "JEKO" (401972442)
- Area
- 6,116 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.19.22.002.024Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1985365
- Status
- Approved
- Registered
- 21 August 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 3 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 24 August 2023Decision6629694 - Granted
- 24 August 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 21 აგვისტოს №6590385 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 21 აგვისტოს №AR1985365 განცხადებით მომართა გიორგი ლოლაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 21 აგვისტოს №6590385 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო ობიექტთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 19 აპრილის №5365065 ბრძანებით ქ. თბილისში, ქიზიყის ქუჩა №42-ში, №01.19.22.002.024 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2022 წლის 30 მარტის №5839264 ბრძანებით ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის/შენობის (სამრეწველო საქონლის მაღაზია, ადმინისტრაცია, პერსონალის ოთახები) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2022 წლის 21 აპრილის №5905194 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 21 აპრილიდან 2022 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით. 2022 წლის 03 ნოემბრის №6184530, 2022 წლის 30 დეკემბრის №6270494, 2023 წლის 28 მარტის №6379241 და 2023 წლის 16 ივნისის № 6504855 ბრძანებებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2022 წლის 21 აპრილის №5905194 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 16 ივნისიდან 2023 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2023 წლის 21 აგვისტოს №6590385 ბრძანებით ქ. თბილისში, ქიზიყის ქუჩა №42-ში, №01.19.22.002.024 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის (სამრეწველო საქონლის მაღაზია, ადმინისტრაცია, პერსონალის ოთახები) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 21 აგვისტოს №6590385 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, „მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის (სამრეწველო საქონლის მაღაზია, ადმინისტრაცია, პერსონალის ოთახები)“ ნაცვლად დაფიქსირებულია „ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 19 აპრილის №5365065 ბრძანებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დადგინდა მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის (სამრეწველო საქონლის მაღაზია, ადმინისტრაცია, პერსონალის ოთახები) მშენებლობის მიზნით. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანებების საფუძველზე გამოცემულ სამსახურის 2023 წლის 21 აგვისტოს №6590385 ბრძანებაშიც საპროექტო ობიექტად უნდა დაფიქსირებულიყო მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობა (სამრეწველო საქონლის მაღაზია, ადმინისტრაცია, პერსონალის ოთახები). თუმცა ტექნიკური შეცდომის გამო სამსახურის 2023 წლის 21 აგვისტოს №6590385 ბრძანებაში საპროექტო ობიექტად „ინდივიდუალური ერთ ბინიანი საცხოვრებელი სახლი“ არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 21 აგვისტოს №6590385 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში „ინდივიდუალური ერთ ბინიანი საცხოვრებელი სახლი“-ს ნაცვლად დაფიქსირდეს: „მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობა (სამრეწველო საქონლის მაღაზია, ადმინისტრაცია, პერსონალის ოთახები).“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 21 აგვისტოს №6590385 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 21 აგვისტოს №6590385 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 21 August 2023Files uploaded
Documents
Other files1
- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal