ქალაქი თბილისი , შესახვევი რატევანის I , N 4
Decision
- Decision number
- 6629752
- Decision date
- 23 August 2023
- Outcome
- Granted
- Construction period
- 2 August 2023 – 9 May 2024
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით მახარობლიშვილი
- Organization
- 4036
- Developer (company ID)
- 205226995
Parcel
- Cadastral code
- 01.12.09.003.013
- Owner
- ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრება
- Area
- 1,500 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.12.09.003.013Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1985480
- Status
- Approved
- Registered
- 21 August 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 23 August 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6595287 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 21 აგვისტოს №AR1985480 განცხადებით მომართა დავით მახარობლიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6595287 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6595287 ბრძანებით შეთანხმდა №01.12.09.003.013 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 2 აგვისტოდან 2024 წლის 9 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6595287 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: ავტოსადგომის ფართობად 441.1 კვ.მ-ის ნაცვლად 680.6 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელს, ასევე, სურს სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6595287 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომის ფართობი 122.6 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ავტოსადგომების ფართობი შეადარა შეთანხმებული ავტოსადგომის გეგმაზე დატანილ ავტოსადგომების ფართობებს და დადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ავტოსადგომების ფართობი არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ შიდა ავტოსადგომების ფართობის გასწორებასთან ერთად ზუსტდება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 4528.4 კვ.მ-ს. ასევე, დგინდება რომ სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6595287 ბრძანებით შეთანხმებული ავტოსადგომის გეგმაზე მდებარეობს 07 ღია ავტოსადგომი (№17-№23) და მათი ფართობი შეადგენს 122.6 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6595287 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და ავტოსადგომების ფართობად დაფიქსირდეს 680.6 კვ.მ., საერთო ფართობად 4528.4 კვ.მ. ასევე, აღნიშნულ ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 122.6 კვ.მ. 2.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6595287 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6595287 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 23 August 2023Decision6629752 - Granted
- 21 August 2023Files uploaded
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal