ქალაქი თბილისი , გამზირი ალ. ყაზბეგი , N 22
Decision
- Decision number
- 6676082
- Decision date
- 22 September 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი კვერღელიძე
- Organization
- 11861
- Developer (company ID)
- 405107682
Parcel
- Cadastral code
- 01.10.16.002.018
- Owner
- შპს "ორბი ჯგუფი თბილისი" (405107682)
- Area
- 9,428 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.10.16.002.018Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1986400
- Status
- Approved
- Registered
- 6 September 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 16 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 22 September 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 28 აპრილის №6436782 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 06 სექტემბერს №AR1986400 განცხადებით მომართა ირაკლი კვერღელიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 28 აპრილის №6436782 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 28 აპრილის №6436782 ბრძანებით ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგი გამზირი N22-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.10.16.002.018), მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2023 წლის 28 აპრილის №6436782 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საოფისე ფართობი 397.2 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 423.5 კვ.მ., კომერციული ფართობი 19920.6 კვ.მ-ის ნაცვლად 20020.1 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 14829.9 კვ.მ-ის ნაცვლად 14858.3 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 14552.0 კვ.მ-ის ნაცვლად 14540.0 კვ.მ., სასაწყობე ფართობი 1138.9 კვ.მ-ის ნაცვლად 1139.0 კვ.მ., დამხმარე ფართობი 7974.2 კვ.მ-ის ნაცვლად 7701.6 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 18919.9 კვ.მ-ის ნაცვლად 18920.5 კვ.მ., სასტუმროს ნომრების ფართობი 43444.5 კვ.მ-ის ნაცვლად 43431.0 კვ.მ., საერთო ფართობი 121177.2 კვ.მ-ის ნაცვლად 121130.3 კვ.მ. ასევე მოთხოვნილია ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში აუზის ფართობის (96.3 კვ.მ) დამატება. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 28 აპრილის №6436782 ბრძანებაში და ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს აუზის ფართობი: 96.3 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად დაფიქსირდეს: 423.5 კვ.მ., კომერციული ფართობად: 20020.1 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 14858.3 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 14540.0 კვ.მ., სასაწყობე ფართობად: 1139.0 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 7701.6 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად: 18920.5 კვ.მ., სასტუმროს ნომრების ფართობად: 43431.0 კვ.მ., საერთო ფართობად: 121130.3 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 28 აპრილის №6436782 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 28 აპრილის №6436782 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 28 აპრილის №6436782 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 22 September 2023Decision6676082 - Granted
- 6 September 2023Files uploaded
- 1 September 2023Files uploaded
Documents
Drawings and project files2
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal