ქალაქი თბილისი, სამურზაყანოს ქუჩა, N 39
Decision
- Decision number
- 6638428
- Decision date
- 30 August 2023
- Outcome
- Granted
- Construction period
- 4 August 2023 – 4 August 2025
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლევან ქარუმიძე
- Developer (company ID)
- 405368917
Parcel
- Cadastral code
- 01.16.03.010.002
- Owner
- ბინა ერთეულის მესაკუთრეები
- Area
- 11,369 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 18 November 2026
Plots and zoning
- 01.16.03.010.002Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1986442
- Status
- Approved
- Registered
- 25 August 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 5 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 30 August 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტ ექტურის სამსახურის 2023 წლის 4 აგვისტოს №6598869 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 25 აგვისტოს №AR1986442 განცხადებით მომართა ლევან ქარუმიძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 4 აგვისტოს №6598869 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 27 ივლისს №6585478 ბრძანებით შეთანხმდა №01.16.03.010.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 4 აგვისტოს №6598869 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 04 აგვისტოდან 2025 წლის 04 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას სამსახურის 2023 წლის 4 აგვისტოს №6598869 ბრძანებაში. კერძოდ, განმარტავს, რომ აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში მშენებლობის ეტაპების ჩამონათვალში არ უნდა იყოს მითითებული არსებული ამორტიზებული შენობების N03/1, 04/1, 05/1 დაშლა. დოკუმენტაცისს გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2023 წლის 28 ივლისს №AR1981273 განცხადებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მოთხოვნილ იქნა მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნულ განცხადებაზე განმცხადებელი განმარტავდა, რომ არსებული შენობების დემონტაჟი ამ ეტაპზე არ იგეგმებოდა. ამასთან, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი, რომელშიც არ არის მითითებული არსებული შენობების დემონტაჟი. თუმცა, სამსახურის 2023 წლის 4 აგვისტოს №6598869 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში მშენებლობის ეტაპების ჩამონათვალში (მე-3 პუნქტის პირველ ქვეპუნქტი) ჩანაწერი: „არსებული ამორტიზებული შენობების N03/1, 04/1, 05/1 დაშლასთან“ დაკავშირებით არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სამსახურის 2023 წლის 4 აგვისტოს №6598869 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 4 აგვისტოს №6598869 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტის პირველი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1) მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია სამშენებლო მოედნის მოწესრიგებასთან, არსებული საყრდენი კედლის დაშლასთან და სამშენებლო ნაგვის მოცილებასთან, მწვანე ნარგავების მოჭრა/გადარგვასთან და არსებობის შემთხვევაში საინჟინრო კომუნიკაციების გადატანასთან“. 2.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 4 აგვისტოს №6598869 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 4 აგვისტოს №6598869 ბრძანებასთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 30 August 2023Decision6638428 - Granted
- 25 August 2023Files uploaded
Documents
Other files1
- შეთანხმებული.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal