OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, გიორგი დანელიას ქუჩა, N 2

AR1986965Construction permitOther use29 August 2023- Tskneti
Sign in to follow

Decision

Decision number
6676202
Decision date
22 September 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გოჩა ახვლედიანი
Organization
12419
Developer (company ID)
400119073

Parcel

Cadastral code
01.14.06.006.084
Owner
შპს "ჩემი სახლი" (400119073)
Area
11,837 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Special
    Sub-zone
    specz-1
    K1
    0
    K2
    0
    Special zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1986965
Status
Approved
Registered
29 August 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
0 days
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
7

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 22 September 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6536144 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 29 აგვისტოს №AR1986965 განცხადებით მომართა გოჩა ახვლედიანმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6536144 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6536144 გადაწყვეტილებით, №01.14.06.006.084 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6594192 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 2 აგვისტოდან 2024 წლის 2 იანვრის ჩათვლით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6536144 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად 6569.3 კვ.მ-ის ნაცვლად 6630.0 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 307.9 კვ.მ-ის ნაცვლად 320.3 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 4079.8 კვ.მ-ის ნაცვლად 4061.0 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები და გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ფართობების გასწორება გამოიწვევს საერთო ფართობის დაზუსტებასაც და 37434.4 კვ.მ-ის ნაცვლად შეადგენს 37488.7 კვ.მ-ს. ამასთან, შეთანხმებული გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6536144 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6536144 გადაწყვეტილებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 6630.0 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 4061.0 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 320.3 კვ.მ., საერთო ფართობად - 37488.7 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6536144 გადაწყვეტილებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6536144 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6536144 გადაწყვეტილებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 22 September 2023Decision6676202 - Granted
  3. 22 September 2023City answer
  4. 22 September 2023Files uploaded
  5. 14 September 2023City answer
  6. 14 September 2023Files uploaded
  7. 13 September 2023City answer
  8. 12 September 2023City answer
  9. 8 September 2023City answer
  10. 8 September 2023Files uploaded
  11. 5 September 2023City answer
  12. 5 September 2023Files uploaded

Documents

Drawings and project files4

  • გრინჰილი 2 გეგმა ტექნიკური ხარვეზი.pdfOpen ↗
  • გრინჰილი 2 გეგმა ტექნიკური ხარვეზი 02.pdfOpen ↗
  • გრინჰილი 2 გეგმა ტექნიკური ხარვეზი 04.pdfOpen ↗
  • გრინჰილი 2 გეგმა ტექნიკური ხარვეზი 02.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal