OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი, ცაცხვების VII შესახვევი, N 15

AR1987126Construction permitOther use30 August 2023
Sign in to follow

Decision

Decision number
6645082
Decision date
4 September 2023
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
პაატა ნუცუბიძე
Developer (company ID)
405582472

Parcel

Cadastral code
01.10.18.009.119
Owner
ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული
Area
741 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1987126
Status
Not reviewed
Registered
30 August 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
5 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 4 September 2023City answer

    2023 წლის 30 აგვისტოს №AR1987126 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 30 აგვისტოს №AR1987126 განცხადებით მომართა პაატა ნუცუბიძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6593948 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6593948 ბრძანებით, №01.10.18.009.119 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 2 აგვისტოდან 2025 წლის 2 მარტის ჩათვლით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6593948 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, სურს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად 269.9 კვ.მ-ის ნაცვლად 265.7 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა წარმოდგენილი ავტოსადგომის მაჩვენებელი და „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებული -4.000 ნიშნულის გეგმა შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ ვექტორული ფაილის მიხედვით, ავტოსადგომის ფართობი გაცილებით ნაკლებია შეთანხმებულ/წარმოდგენილ -4.000 ნიშნულის გეგმაზე დაფიქსირებულთან შედარებით. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ავტოსადგომის ფართობის გასწორება გამოიწვევს საერთო ფართობის დაზუსტებასაც. განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დაზუსტებულ იქნეს მოთხოვნა ავტოსადგომისა და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6593948 ბრძანებით შეთანხმებული, „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებული -4.000 ნიშნულის გეგმის (გეგმარების ცვლილების გარეშე) იდენტური ამავე ნიშნულის გეგმა, გეგმასა და გეგმაზე გამოტანილ ექსპლიკაციაზე გასწორებული ავტოსადგომის ფართობის დაფიქსირებით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2023 წლის 30 აგვისტოს №AR1987126 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 4 September 2023Decision6645082 - Other
  3. 30 August 2023Files uploaded

Documents

Other files1

  • თანდართული ფაილები.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal