ქალაქი თბილისი, ჯამბულ წურწუმიას ქუჩა, N 2
Decision
- Decision number
- 6653135
- Decision date
- 8 September 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ბექა სირაძე
- Developer (company ID)
- 404960761
Parcel
- Cadastral code
- 01.19.23.021.007
- Owner
- შპს "GREEN ENERGY" (404960761)
- Area
- 1,750 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.19.23.021.007Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1987486
- Status
- Approved
- Registered
- 1 September 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 8 September 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 5 მაისის №6448799 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 1 სექტემბერს №AR1987486 განცხადებით მომართა ბექა სირაძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 5 მაისის №6448799 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 30 მარტის №6393685 ბრძანებით, №01.19.23.021.007 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მაღაზიის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 5 მაისის №6448799 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 5 მაისიდან 2024 წლის 5 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, აღარ არსებობს სამსახურის 2023 წლის 5 მაისის №6448799 ბრძანების საფუძველზე მშენებლობის განხორციელების ინტერესი და ითხოვს მის ძალადაკარგულად გამოცხადებას. ამასთან, წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი, საპროექტო ტერიტორიის არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალით დგინდება, რომ 2023 წლის 5 მაისის №6448799 ბრძანების საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული არ არის. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882023729838; მომზადების თარიღი: 20/07/2023 წ.) №01.19.23.021.007 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „GREEN ENERGY” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404960761). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: B20036027; მომზადების თარიღი: 22/05/2020 წ.) შპს „GREEN ENERGY”-ის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს გიორგი თედორაძე. ხოლო, მის მიერ 2023 წლის 3 აპრილს გაცემული №230419073 მინდობილობით, დგინდება განმცხადებლის - ბექა სირაძის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განგიმარტავთ, რომ 2023 წლის 5 მაისის №6448799 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები არ უქმდება (მათ შორის, მშენებლობის ეტაპების დარღვევის შემთხვევაში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგი და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება). "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2023 წლის 5 მაისის №6448799 ბრძანება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაკმაყოფილდეს ბექა სირაძის 2023 წლის 1 სექტემბრის №AR1987486 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 5 მაისის №6448799 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 8 September 2023Decision6653135 - Granted
- 1 September 2023Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal