OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ასმათის ქუჩა, N 31

AR1989039Construction permitOther use11 September 2023- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
6664373
Decision date
18 September 2023
Outcome
Granted
Construction period
8 September 2023 – 8 May 2024
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ირაკლი მაზიაშვილი
Developer (company ID)
430042937

Parcel

Cadastral code
01.72.14.036.152
Owner
თენგიზ ცუცქირიძე (P/N: *********38)
Area
2,500 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1989039
Status
Approved
Registered
11 September 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 18 September 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 08 სექტემბრის №6653954 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 11 სექტემბერს №AR1989039 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 08 სექტემბრის №6653954 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 08 სექტემბრის №6653954 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, სოფელი დიღომი, ასმათის ქუჩა, N 31-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.036.152) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 08 სექტემბრიდან 2024 წლის 08 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 08 სექტემბრის №6653954 ბრძანებაში და ამავე ბრძანებით შეთანხმებულ მშენებლობის ორგანიზების კალენდარულ გრაფიკში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის განხორციელების მე-6 ეტაპზე „+31.80“ ნიშნულის ნაცვლად მითითებულია „+28.60“ ნიშნული. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შესწორებული მშენებლობის ორგანიზების კალენდარულ გრაფიკი შეადარა სამსახურის 2023 წლის 08 სექტემბრის №6653954 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა რომ მშენებლობის ორგანიზების კალენდარულ გრაფიკში, ისევე როგორც სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5738966 ბრძანებაში არასწორად დაფიქსირდა „+28.60“ ნიშნული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 08 სექტემბრის №6653954 ბრძანებაში და: 1.1 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მე-6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6) ძირითადი ძირითადი კარკასის მონტაჟი +31.80 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კოსნტრუაციების გამოკლებით).“. 1.2 აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი მშენებლობის ორგანიზების კალენდარულ გრაფიკით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 08 სექტემბრის №6653954 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 08 სექტემბრის №6653954 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 18 September 2023Decision6664373 - Granted
  3. 11 September 2023Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal