OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , დიდი ლილო , სოფელი დიდი ლილო

AR1989579Construction permitOther use13 September 2023- Lilo
Sign in to follow

Decision

Decision number
6672574
Decision date
20 September 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ბექა ჩანტლაძე
Developer (company ID)
404518900

Parcel

Cadastral code
81.08.16.900
Owner
შპს "აგრო ჰოლდინგი" (404518900)
Area
2,307 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

  • Zone
    Agricultural
    Sub-zone
    sofz
    K1
    0
    K2
    0
    Agricultural zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1989579
Status
Approved
Registered
13 September 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 20 September 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 7 თებერვლის №6316049 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 13 სექტემბერს №AR1989579 განცხადებით მომართა ბექა ჩანტლაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 7 თებერვლის №6316049 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 7 თებერვლის №6316049 ბრძანებით, №81.08.16.900 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა საწყობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 7 თებერვლიდან 2024 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 7 თებერვლის №6316049 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ შეთანხმებულ მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკსა და შეთანხმებულ ბრძანებაში დაფიქსირებული მშენებლობის განხორციელების დარჩენილი ეტაპები შეუსაბამოა ერთმანეთთან, კერძოდ შეთანხმებული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში გამორჩენილია მშენებლობის განხორციელების დარჩენილი პირველი ეტაპი. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2022 წლის 29 დეკემბრის №AR1940487 განცხადებით მოთხოვნილ იქნა, №81.08.16.900 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, საწყობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი საპროექტო/სანებართვო დოკუმენტაცია, მათ შორის მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, საპროექტო ობიექტზე დარჩენილი სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის განსაზღვრულია 18 თვე და 15 დღე. ხოლო, დარჩენილი ეტაპები განსაზღვრულია 3 ეტაპად, რომელთაგან პირველ ეტაპს წარმოადგენს „შენობის მიწის სამუშაოები; შენობის ფუძის მოწყობის სამუშაოები; შენობის საძირკვლების მოწყობის სამუშაოები; ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობის ნულოვან ნიშნულამდე.“. სამსახურის 2023 წლის 7 თებერვლის №6316049 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შეთანხმდა კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად შეთანხმებული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა, ხოლო მე-4 პუნქტში დარჩენილი პირველი ეტაპი საერთოდ არ დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2023 წლის 7 თებერვლის №6316049 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 7 თებერვლის №6316049 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 7 თებერვლიდან 2024 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. 4. მშენებლობის ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: 1) შენობის მიწის სამუშაოები; შენობის ფუძის მოწყობის სამუშაოები; შენობის საძირკვლების მოწყობის სამუშაოები; ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობის ნულოვან ნიშნულამდე. 2) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა +7.50 ნიშნულამდე; 3) ძირითადი კარკასის მონტაჟი (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა; შენობის სახურავის მოწყობა; შენობის არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა; შენობის ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო ქსელების მოწყობა; გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოების დასრულება; მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის, სამშენებლო ნარჩენების გატანა. გაითვალისწინეთ: მშენებლობის ნებართვის მფლობელი (დამკვეთი) ვალდებულია “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შეადგინოს მშენებლობის (ზედამხედველობის) ეტაპის დასრულების ოქმი და სამშენებლო/სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე წერილობითი სახით წარადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას - დაჯარიმებას.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 7 თებერვლის №6316049 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 7 თებერვლის №6316049 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 20 September 2023Decision6672574 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal