ქალაქი თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა N7ბ, კორპუსი N1, კორპუსი N2, კორპუსი N3, კორპუსი N4.
Decision
- Decision number
- 6710827
- Decision date
- 16 October 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ვალერი გელაშვილი
- Organization
- 44543
- Developer (company ID)
- 243859749
Parcel
- Cadastral code
- 01.16.02.038.077
- Owner
- შპს "ლიტ ჯეო ინვესტი" (204531088)
- Area
- 12,288 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.16.02.038.077Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1990510
- Status
- Approved
- Registered
- 19 September 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 27 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 16 October 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6594862 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 19 სექტემბერს №AR1990510 განცხადებით მომართა ვალერი გელაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6594862 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6594862 ბრძანებით, №01.16.02.038.077 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 2 აგვისტოდან 2023 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2023 წლის 17 აგვისტოს №6618909 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6594862 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და შეთანხმებული -3.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა 2023 წლის 4 აგვისტოს №AR1982408 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. ამასთან, სამსახურის 2023 წლის 1 სექტემბრის №6642995 ბრძანებით შევიდა ცვლილება, სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6594862 ბრძანებაში მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. განმცხადებლის განმარტებით, აღარ არსებობს სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6594862 ბრძანების საფუძველზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის ინტერესი, შესაბამისად ითხოვს აღნიშნული ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას. ამასთან, წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ფოტომასალით დგინდება, რომ სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6594862 ბრძანების საფუძველზე, საპროექტო ობიექტზე, სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელებული არ არის. აღსანიშნავია, რომ საპროექტო ობიექტის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და მშენებლობის ნებართვა შეთანხმებულია/გაცემულია სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6594862 ბრძანებით, ხოლო სამსახურის 2023 წლის 17 აგვისტოს №6618909 და 2023 წლის 1 სექტემბრის №6642995 ბრძანებები წარმოადგენს შეთანხმებულ ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებისა და მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელების დოკუმენტებს, რომლებიც მოქმედებს სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6594862 ბრძანებასთან ერთად. აქედან გამომდინარე, სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6594862 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად ჩაითვლება სამსახურის 2023 წლის 17 აგვისტოს №6618909 და 2023 წლის 1 სექტემბრის №6642995 ბრძანებებიც. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: №882023794163; მომზადების თარიღი: 28/07/2023 წ.), №01.16.02.038.077 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე არსებულ საპროექტო/სარეკონსტრუქციო ობიექტის მესაკუთრეს წარმოადგენს მხოლოდ შპს „ლიტ ჯეო ინვესტი“ (ს/ნ: 243859749). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22145978, მომზადების თარიღი: 16/11/2022 წ.) თანახმად შპს „ლიტ ჯეო ინვესტის“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ვალერი გელაშვილი (პ/ნ: 01020005329). შესაბამისად, დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. ამასთან, განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ 2023 წლის 2 აგვისტოს №6594862 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები არ უქმდება (მათ შორის, მშენებლობის ეტაპების დარღვევასა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებასთან მიმართებით). "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6594862 ბრძანება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაკმაყოფილდეს ვალერი გელაშვილის 2023 წლის 19 სექტემბერს №AR1990510 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №6594862 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 16 October 2023Decision6710827 - Granted
- 13 October 2023City answer
- 13 October 2023Files uploaded
Documents
Other files1
- e-bloki-suratebi-gaertianebuli.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal