ქალაქი თბილისი , გამზირი მოსკოვი , N 9ა
Decision
- Decision number
- 6686449
- Decision date
- 29 September 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- რევაზ ტყემალაძე
- Developer (company ID)
- 206318046
Parcel
- Cadastral code
- 01.17.12.003.182
- Owner
- თეა მამალაძე (P/N: *********50)
- Area
- 2,675 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.17.12.003.182Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1990608
- Status
- Approved
- Registered
- 19 September 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 10 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 29 September 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 აგვისტოს №6641681 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 19 სექტემბერს №AR1990608 განცხადებით მომართა რევაზ ტყემალაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 31 აგვისტოს №6641681 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 აგვისტოს №6641681 ბრძანებით №01.17.12.003.182 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 31 აგვისტოდან 2026 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2023 წლის 31 აგვისტოს №6641681 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 7559.05 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 7516.95 კვ.მ. საოფისე ფართობი 261.0 კვ.მ-ის ნაცვლად 259.4 კვ.მ., კომერციული ფართობი 700.5 კვ.მ-ის ნაცვლად 682.40 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 1117.05 კვ.მ-ის ნაცვლად 1107.70 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 2162.05 კვ.მ-ის ნაცვლად 2131.50 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 2232.3 კვ.მ-ის ნაცვლად 2227.60 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და არქიტექტურული გეგმები შეადარა შეთანხმებულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ არქიტექტურულ გეგმებზე ფართობების გასწორება. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გასწორება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც და 14098.75 კვ.მ-ის ნაცვლად იქნება 13992.35 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 აგვისტოს №6641681 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს: 7516.95 კვ.მ. საოფისე ფართობად: 259.4 კვ.მ., კომერციულ ფართობად: 682.40 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 1107.70 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 2131.50 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად: 2227.60 კვ.მ. საერთო ფართობად: 13992.35 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 აგვისტოს №6641681 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 აგვისტოს №6641681 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 აგვისტოს №6641681 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 29 September 2023Decision6686449 - Granted
- 19 September 2023Files uploaded
Documents
Other files1
- მოსკოვის გამზირი 2023,09,18.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal