ქალაქი თბილისი , გიორგი ტერევერკოს ქუჩა N24
Decision
- Decision number
- 6685004
- Decision date
- 28 September 2023
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მარიამი ბარბაქაძე
- Developer (company ID)
- 202061295
Parcel
- Cadastral code
- 01.13.01.018.298
- Owner
- შპს "კაი ყმა" (202061295)
- Area
- 1,990 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.13.01.018.298Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1991210
- Status
- Rejected
- Registered
- 21 September 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 28 September 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 21 სექტემბერს №AR1991210 განცხადებით მომართა მარიამ ბარბაქაძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 15 აგვისტოს №6613956 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 15 აგვისტოს №6613956 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გიორგი ტერევერკოს ქუჩა №24-ში მდებარე №01.13.01.018.298 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სკოლის რეკონსტრუქციის (მიშენება ან მიშენება - დაშენება) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 15 აგვისტოდან 2025 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2023 წლის 15 აგვისტოს №6613956 ბრძანებით შეთანხმებულ პროექტის კონსტრუქციულ ნაწილში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ გამორჩენილი ფრაგმენტების ჭრილების დამატებას. ასევე მოთხოვნილია მშენებლობის ორგანიზების პროექტში და კალენდარულ გრაფიკში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ეტაპებთან დაკავშირებით. სამსახურმა წარმოდგენილი და შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ წარმოდგენილი პროექტის კონსტრუქციული ნაწილი შეუსაბამოა შეთანხმებულთან. მაგალითად, შეცვლილია რიგელების განლაგება, კიბის უჯრედის ზომა. გარდა ამისა, მშენებლობის ორგანიზების პროექტში და კალენდარულ გრაფიკში მოთხოვნილია მშენებლობის ეტაპების ცვლილება, რაც არ წარმოადგენს ტექნიკური შეცდომის გასწორებას და საჭიროებს პროექტის ცვლილებას (კორექტირებას) და ახალი მშენებლობის ნებართვის მიღებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2023 წლის 15 აგვისტოს №6613956 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 28 September 2023Decision6685004 - Refused
- 21 September 2023Files uploaded
Documents
Other files1
- posi, konstruqcia, mindobiloba.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal