ქალაქი თბილისი, ზაჰესის დასახლება, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩა, N 7
Decision
- Decision number
- 6690635
- Decision date
- 3 October 2023
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ალექსანდრე ქაშიაშვილი
- Developer (company ID)
- 204521017
Parcel
- Cadastral code
- 72.12.02.508
- Owner
- ზაზა კორელი (P/N: *********42)
- Area
- 6,800 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 72.12.02.508Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-1
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.3
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1991751
- Status
- Not reviewed
- Registered
- 25 September 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 3 October 2023City answer
2023 წლის 25 სექტემბრის №AR1991751 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციის და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 25 სექტემბერს №AR1991751 განცხადებით მომართა ალექსანდრე ქაშიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 30 აგვისტოს №6639296 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 30 აგვისტოს №6639296 ბრძანებით შეთანხმდა №72.12.02.508 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საწყობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 30 აგვისტოდან 2024 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2023 წლის 30 აგვისტოს №6639296 ბრძანებით შეთანხმებულ მშენებლობის ორგანიზების პროექტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და შესაბამისად, ითხოვს წარმოდგენილი მშენებლობის ორგანიზების პროექტის ჩანაცვლებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების პროექტი და კალენდარულ გრაფიკი არ არის ერთმანეთთან შესაბამისი. კერძოდ, მშენებლობის ორგანიზების პროექტის ტექსტურ ნაწილში ეტაპების ჩამონათვალში - შენობა - ნაგებობის მიწის სამუშაოები; შენობა-ნაგებობის ფუძის მოწყობის სამუშაოების განხორციელების ვადად მითითებულია 80 დღე. ხოლო, კალენდარულ გრაფიკში ამავე სამუშაოებისთვის მითითებულია 60 დღე. გარდა აღნიშნულისა, როგორც ორგანიზების პროექტში, ასევე კალენდარულ გრაფიკში ძირითადი სამუშაოების ჩამონათვალში შეთანხმებულთან მიმართებით დამატებულია ჩანაწერი: „შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულზე ბეტონის იატაკის მომზადება“. აღნიშნული არ წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას და შესაბამისად, საჭიროა, ამოღებულ იქნას ორგანიზების პროექტიდან და კალენდარული გრაფიკიდან. ამასთან, განგიმარტავთ, რომ ეტაპები მითითებულ უნდა იქნას ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-20 მუხლით განსაზღვრული ჩამონათვალის შესაბამისად (იდენტური დასახელებით). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ერთმანეთთან შესაბამისი მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი და მშენებლობის ორგანიზების პროექტი. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2023 წლის 25 სექტემბრის №AR1991751 განცხადება დარჩეს განუხილველი. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 3 October 2023Decision6690635 - Other
- 25 September 2023Files uploaded
Documents
Other files1
- msh. org. proeqti +.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal