OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , საბურთალოს რაიონი , ნაკვეთი 07/046

AR1993528Construction permitOther use4 October 2023- Saburtalo
Sign in to follow

Decision

Decision number
6704997
Decision date
11 October 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ზურაბ ჭაჭიაშვილი
Organization
20705
Developer (company ID)
405367801

Parcel

Cadastral code
01.10.07.007.154
Owner
შპს საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი (405198806)
Area
3,520 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1993528
Status
Approved
Registered
4 October 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 11 October 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5740768 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 04 ოქტომბერს №AR1993528 განცხადებით მომართა ზურაბ ჭაჭიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5740768 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5740768 ბრძანებით, №01.10.07.007.154 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამსახურის 2021 წლის 15 დეკემბრის №5728113 ბრძანებით შეთანხმებული მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 23 დეკემბრიდან 2025 წლის 23 აპრილის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5740768 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის ვადა „2021 წლის 23 დეკემბრიდან 2025 წლის 23 აპრილის ჩათვლით“-ს ნაცვლად დაფიქსირებულია „2021 წლის 23 დეკემბრიდან 2023 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2021 წლის 16 დეკემბრის №AR1868058 განცხადებით მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილი იქნა 40 (ორმოცი) თვეზე. შესაბამისად, სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5740768 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2021 წლის 23 დეკემბრიდან 2025 წლის 23 აპრილის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5740768 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5740768 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 23 დეკემბრიდან 2025 წლის 23 აპრილის ჩათვლით.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5740768 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5740768 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 11 October 2023Decision6704997 - Granted
  3. 4 October 2023Files uploaded

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal