ქალაქი თბილისი , დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობა
Decision
- Decision number
- 6705128
- Decision date
- 11 October 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- შოთა ასპანიძე
- Developer (company ID)
- 405218107
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.008.293
- Owner
- შპს დიდგორი (236053122)
- Area
- 30,000 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.008.293Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-2
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.25
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1993575
- Status
- Approved
- Registered
- 4 October 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 11 October 2023City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №6610218 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 4 ოქტომბერს №AR1993575 განცხადებით მომართა შოთა ასპანიძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №6610218 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №6610218 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში მდებარე №01.72.14.008.293 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი ,,ა" და ,,ბ") კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 11 აგვისტოდან 2025 წლის 11 ივლისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №6610218 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის ტექსტი და ასევე, მშენებლობის ნებართვის ვადა არასწორად არის დაფიქსირებული. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2023 წლის 28 ივლისის №AR1981231 განცხადებით მოთხოვნილ იქნა №01.72.14.008.293 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი ,,ა" და ,,ბ") კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი ,,ა" და ,,ბ") კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 24 თვეზე. სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №6610218 ბრძანებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა - შეთანხმდა, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი ,,ა" და ,,ბ") კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. თუმცა, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში არასწორად ჩამოყალიბდა ტექსტი პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე და ასევე, არასწორად განისაზღვრა მშენებლობის ვადა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №6610218 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №6610218 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეთანხმდეს ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში მდებარე №01.72.14.008.293 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი ,,ა" და ,,ბ") კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. 2. გაიცეს მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალოს მშენებლობის სანებართვო მოწმობა. 3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 11 აგვისტოდან 2025 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით. 4. დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლიარი, კანონით გათვალისწინებული სრული შემადგენლობით, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, მათ შორის: 4.1. სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო–გეოლოგიური კვლევა; 4.2. საჭიროების შემთხვევაში შენობა–ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის კვლევა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 35–ე მუხლის შესაბამისად; 4.3. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 61-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად; 4.4 კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან, მათ შორის, ფუძე-საძირკვლისაგან; 4.5. მწვანე ნარგავების (გარდა ხილ–კენკროვანი მცენარეებისა) ჭრის/გადარგვის აუცილებლობის შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურისგან მიღებული შესაბამისი ნებართვა; 4.6. მიწისზედა/მიწისქვეშა ხაზობრივი ნაგებობების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მესაკუთრის თანხმობა/ნებართვა; 4.7. სავალდებულო საექსპერტო შეფასებ(ა)ები საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად. საპროექტო ობიექტი უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო წყალარინების (საკანალიზაციო) შიდა და გარე სისტემით. მშენებლობა განხორციელდეს წარმოდგენილი კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. მშენებლობის დამთავრების შემდეგ ობიექტი მიღებული იქნეს ექსპლუატაციაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამშენებლო დოკუმენტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს და დოკუმენტის შემსრულებელ პირს. სამსახური პასუხისმგებელია მხოლოდ მის მიერ დამოწმებული დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. თუ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოები არ შეესაბამება სანებართვო დოკუმენტაციას, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო დამრღვევის მიმართ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ღონისძიებას. დამკვეთი ვალდებულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და თანამდებობის პირის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს იმ დოკუმენტაციის გაცნობა, რომელიც ამ უკანასკნელმა უნდა იქონიოს სამშენებლო მოედანზე. საინფორმაციო დაფა უნდა არსებობდეს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელ პერიოდში და განახლდეს სამშენებლო დოკუმენტში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, თუ ეს არსებითად ცვლის დაფაზე განთავსებულ ინფორმაციას. დამკვეთი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს შემდეგი სანებართვო პირობები: - აწარმოოს მშენებლობა მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადებში; - აწარმოოს მშენებლობა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის მოთხოვნების დარღვევის გარეშე; - აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე; აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით; - უზრუნველყოს ძირითადი კონსტრუქციული სისტემის, ინტერიერის საერთო ან/და საზოგადოებრივი სარგებლობის ნაწილების, ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების, ექსტერიერისა და მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დასრულება; გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური გაცნობიდ
Show moreShow less
- 11 October 2023Decision6705128 - Granted
- 4 October 2023Files uploaded
Some older entries, and the rest of very long texts, are not shown here.
Documents
Consents and orders1
- ბრძანება შეცდომით.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal