OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , ასმათის ქუჩა N23-ის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი, ასმათის ქუჩა, N23

AR1993745Construction permitOther use5 October 2023- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
6706837
Decision date
12 October 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ვიქტორ მარგველაშვილი
Developer (company ID)
405071265

Parcel

Cadastral code
01.72.14.036.802
Owner
გია გულორდავა (P/N: *********53)
Area
1,865 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1993745
Status
Approved
Registered
5 October 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 12 October 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 19 სექტემბრის №6661076 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 05 ოქტომბერს №AR1993745 განცხადებით მომართა ვიქტორ მარგველაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 19 სექტემბრის №6661076 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 19 სექტემბრის №6661076 ბრძანებით, №:01.72.14.036.802 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამსახურის 2023 წლის 01 სექტემბრის №6643634 ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 19 სექტემბრიდან 2026 წლის 19 იანვრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 19 სექტემბრის №6661076 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე რიგის მე-3 პუნქტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა დაფიქსირება. კერძოდ, გამორჩენილია მე-4 ეტაპის - „ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა; შენობა-ნაგებობის +3.00 ნიშნულიდან +6.20 ნიშნულის რკინა ბეტონის ძირითადი კონსტრუქციების მონტაჟი“. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. კერძოდ, 2023 წლის 07 სექტემბრის №AR1988537 განცხადებაზე წარმოდგენილი მშენებლობის კალენდარული გრაფიკის მიხედვით, სამუშაოები შესრულებულია მეორე რიგის მე-3 ეტაპის ჩათვლით. ასევე, ამავე განცხადებაზე წარმოდგენილი არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოსურათებით დგინდება რომ შენობა-ნაგებობის +3.00 ნიშნულიდან +6.20 ნიშნულის რკინა ბეტონის ძირითადი კონსტრუქციების მონტაჟი დასრულებული არ არის. შესაბამისად, სამსახურის 2023 წლის 19 სექტემბრის №6661076 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში შესასრულებელ ეტაპად ასევე უნდა დაფიქსირებულიყო მეორე რიგის მე-4 ეტაპიც, თუმცა ტექნიკური შეცდომის გამო აღნიშნული ეტაპები ბრძანებაში არასწორად დაფიქსირდა. გარდა ზემოაღნიშნულისა, სამსახურმა დაადგინა რომ ბრძანებაში მშენებლობის მეორე რიგის მე-4 ეტაპის დამატება გამოიწვევს მშენებლობის ვადის ცვლილებასაც და „2023 წლის 19 სექტემბრიდან 2025 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით“ ნაცვლად იქნება „2023 წლის 19 სექტემბრიდან 2026 წლის 19 იანვრის ჩათვლით“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 19 სექტემბრის №6661076 ბრძანებაში და: 1.1 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 19 სექტემბრიდან 2026 წლის 19 იანვრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად.“. 1.2 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში, მე-5 ეტაპის წინ დაემატოს მე-4 ეტაპი შემდეგი რედაქციით: „4. ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა; შენობა-ნაგებობის +3.00 ნიშნულიდან +6.20 ნიშნულის რკინა ბეტონის ძირითადი კონსტრუქციების მონტაჟი“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 19 სექტემბრის №6661076 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 19 სექტემბრის №6661076 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 12 October 2023Decision6706837 - Granted
  3. 5 October 2023Files uploaded

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal