OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ასმათის ქუჩა, N 31

AR1994565Construction permitOther use10 October 2023- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
6718862
Decision date
20 October 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ირაკლი მაზიაშვილი
Developer (company ID)
430042937

Parcel

Cadastral code
01.72.14.036.152
Owner
თენგიზ ცუცქირიძე (P/N: *********38)
Area
2,500 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1994565
Status
Approved
Registered
10 October 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
10 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 20 October 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №6653954 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 10 ოქტომბერს №AR1994565 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №6653954 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №6653954 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, სოფელი დიღომში, ასმათის ქუჩა №31-ში მდებარე №01.72.14.036.152 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 8 სექტემბრიდან 2024 წლის 8 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6664373 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №6653954 ბრძანებაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მე-6 ქვეპუნქტთან დაკავშირებით და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი ჩანაცვლდა 2023 წლის 11 სექტემბრის №AR1989039 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული მშენებლობის განხორციელების კალენდარულ გრაფიკით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №6653954 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ განმცხადებელს სურს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის - 405.2 კვ.მ. ფართობის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გენ-გეგმა, ±0.000 ნიშნულის გეგმა და ღია ავტოსადგომის მაჩვენებელი შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო შენობა-ნაგებობისთვის განკუთვნილია 32 ღია ავტოსადგომი საერთო ფართობით 405.2 კვ.მ. შესაბამისად, სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №6653954 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად შესაძლებელია დაფიქსირდეს - 405.2 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №6653954 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №6653954 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 405.2 კვ.მ. 2. სამსახურის 2023 წლის 27 აპრილის №6433561 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა და ±0.000 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გენ-გეგმითა და ±0.000 ნიშნულის გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №6653954 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №6653954 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 20 October 2023Decision6718862 - Granted
  3. 18 October 2023City answer
  4. 18 October 2023Files uploaded
  5. 10 October 2023Files uploaded

Documents

Drawings and project files2

  • +0,00 ნიშნულის გეგმა და გენგეგმა შეთანხმებულის იდენტური 10,10,2023.pdfOpen ↗
  • შეთანხმებულის იდენტური ნახაზები.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal