OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , დასახლება აეროდრომი , I ქუჩა I გასას.N3 ; ქალაქი თბილისი , დასახლება აეროდრომი I , გასასვლელი I , N 1 ; ქალაქი თბილისი , ზურაბ ჩაჩუას I გასასვლელი , N1ა ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ზურაბ ჩაჩუა , გასასვლელი I , N 1ბ

AR1995389Construction permitOther use16 October 2023- Varketili
Sign in to follow

Decision

Decision number
6717514
Decision date
19 October 2023
Outcome
Granted
Construction period
29 September 2023 – 29 September 2026
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ბესიკ გაბათაშვილი
Developer (company ID)
406170361

Parcel

Cadastral code
01.19.36.001.496
Owner
მამისეიშვილი ია (P/N: *********18)
Area
1,537 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1995389
Status
Approved
Registered
16 October 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
3 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 19 October 2023City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №6684526 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 16 ოქტომბერს №AR1995389 განაცხადით მომართა ბესიკ გაბათაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №6684526 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №6684526 ბრძანებით №01.19.36.001.496 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამსახურის 2023 წლის 08 აგვისტოს №6604370 ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 29 სექტემბრიდან 2026 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთებად დაფიქსირდნენ გია ბახურაული, გია მაკაროვი. ვლადიმერ ბეკარაშვილი, ია მამისეიშვილი და ლია მამისეიშვილი. წინამდებარე განაცხადით, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №6684526 ბრძანებაში ცვლილების შეტანა და დამკვეთად გია ბახურაულის, გია მაკაროვის, ვლადიმერ ბეკარაშვილის, ია მამისეიშვილის და ლია მამისეიშვილის ნაცვლად შპს „იქს-სტილი+“-ის (ს/ნ: 406170361) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №892023067000, მომზადების თარიღი: 06/10/2023 წ.) თანახმად, №01.19.36.001.496 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „იქს-სტილი+“-ის (ს/ნ: 406170361) საკუთრებას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B23075117; მომზადების თარიღი: 30/05/2023 წ.) შპს „იქს-სტილი+“-ის (ს/ნ: 406170361) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს - რამაზი გუგუნაშვილი (პ/ნ: 12001036838). სამსახურში წარმოდგენილია რამაზი გუგუნაშვილის მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 231443238, რეგისტრაციის თარიღი: 16.10.2023 წ.) შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.19.36.001.496 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „იქს-სტილი+“ (ს/ნ: 406170361) და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2023 წლის 29 სექტემბრის №6684526 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „იქს-სტილი+“-ის (ს/ნ: 406170361) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №6684526 ბრძანებაში და დამკვეთად გია ბახურაულის, გია მაკაროვის, ვლადიმერ ბეკარაშვილის, ია მამისეიშვილის და ლია მამისეიშვილის ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „იქს-სტილი+“ (ს/ნ: 406170361). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №6684526 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №6684526 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 19 October 2023Decision6717514 - Granted
  3. 16 October 2023Files uploaded

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal