OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, დავარის ქუჩა, N 33

AR1995659Construction permitOther use16 October 2023- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
6748787
Decision date
7 November 2023
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით ლოსაბერიძე
Developer (company ID)
439397298

Parcel

Cadastral code
01.72.14.036.162
Owner
რუსუდან სრესელი (P/N: *********49)
Area
830 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1995659
Status
Approved
Registered
16 October 2023
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
5

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 7 November 2023City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 8 ნოემბრის №6197945 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 16 ოქტომბერს №AR1995659 განცხადებით მომართა დავით ლოსაბერიძემ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 8 ნოემბრის №6197945 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 8 ნოემბრის №6197945 ბრძანებით, ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, დავარის ქუჩა №33-ში მდებარე №01.72.14.036.162 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 13 დეკემბრის №6247367 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 13 დეკემბრიდან 2024 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2022 წლის 8 ნოემბრის №6197945 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილი დამხმარე 59.7 კვ.მ. ფართობის დამატება. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 1068.6 კვ.მ-ის ნაცვლად 1025.15 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 390.35 კვ.მ-ის ნაცვლად 399.4 კვ.მ-ის, სასაწყობე ფართობად 192.05 კვ.მ-ის ნაცვლად 138.95 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 182.9 კვ.მ-ის ნაცვლად 180.95 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 2080.8 კვ.მ-ის ნაცვლად 2051.05 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმები და გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები არ იცვლება უბრალოდ ხდება წარმოდგენილ არქიტექტურულ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 8 ნოემბრის №6197945 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 8 ნოემბრის №6197945 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაემატოს გამორჩენილი დამხმარე 59.7 კვ.მ. ფართობი. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 1025.15 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 399.4 კვ.მ., სასაწყობე ფართობად - 138.95 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 180.95 კვ.მ., საერთო ფართობად - 2051.05 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 8 ნოემბრის №6197945 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 8 ნოემბრის №6197945 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 8 ნოემბრის №6197945 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 7 November 2023Decision6748787 - Granted
  3. 6 November 2023City answer
  4. 6 November 2023Files uploaded
  5. 31 October 2023City answer
  6. 27 October 2023City answer
  7. 27 October 2023Files uploaded
  8. 24 October 2023City answer
  9. 24 October 2023Files uploaded
  10. 16 October 2023Files uploaded

Documents

Other files4

  • ფართები დიღომი.pdfOpen ↗
  • Digomi_Davara 2023.10.24.pdfOpen ↗
  • Digomi_Davara 2023.10.26.pdfOpen ↗
  • davaras qucha fartebis cvlileba 11.06.2023.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal