ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N 5
Decision
- Decision number
- 6749991
- Decision date
- 8 November 2023
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მიხეილ ბუზარიაშვილი
- Developer (company ID)
- 204527609
Parcel
- Cadastral code
- 01.13.03.016.026
- Owner
- შპს "პარტნერ დისტრიბუშენ" (406492335)
- Area
- 1,654 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 16 November 2026
Plots and zoning
- 01.13.03.016.026Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1998918
- Status
- Rejected
- Registered
- 3 November 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 5 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 8 November 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 3 ნოემბერს №AR1998918 განცხადებით მომართა მიხეილ ბუზარიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 6 ოქტომბრის №6698953 გადაწყვეტილების არარად აღიარება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურს, 2023 წლის 23 სექტემბერს, №AR1991481 განცხადებით, მომართა ზურაბ ნადირაძემ და მოითხოვა ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი №5-ში მდებარე №01.13.03.016.026 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის (კომერციული, საოფისე და საცხოვრებელი) მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. სამსახურის 2023 წლის 6 ოქტომბრის №6698953 გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა ზურაბ ნადირაძეს, №01.13.03.016.026 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე, ვინაიდან აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ვერ მოხდება საპროექტო შენობა-ნაგებობის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა; საპროექტო შენობა-ნაგებობის მშენებლობით შეიცვლება მიმდებარე ტერიტორიის გეგმარებითი ხასიათი და გამოიწვევს საპროექტო/მიმდებარე მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ უსისტემოდ განვითარებას, რაც სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 6 ოქტომბრის №6698953 გადაწყვეტილების არარად აღიარება, იმ საფუძვლით რომ აღნიშნული აქტი წარმოადგენს უკანონო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–60 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა, ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ, გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო, დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრულია აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები. კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2023 წლის 6 ოქტომბრის №6698953 გადაწყვეტილების არარად აღიარებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 8 November 2023Decision6749991 - Refused
- 3 November 2023Files uploaded
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal