ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ტარიელის ქუჩა, N 1, ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , ქუჩა ვეფხისტყაოსანი , N 35
Decision
- Decision number
- 6747669
- Decision date
- 7 November 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მიხეილ ჯინჭარაძე
- Developer (company ID)
- 405463350
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.305.001
- Owner
- შპს "კოლოსი დიღომი" (405463350)
- Area
- 1,779 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.305.001Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-3
- K1
- 0.7
- K2
- 0
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1999230
- Status
- Approved
- Registered
- 6 November 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 7 November 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 06 ნოემბრის №6744638 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 06 ნოემბერს №AR1999230 განცხადებით მომართა მიხეილ ჯინჭარაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 06 ნოემბრის №6744638 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 23 ივლისის №6541634 ბრძანებით ქალაქ თბილისში, სოფელ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქ. №35/ქ. თბილისი, სოფელი დიღომი, ტარიელის ქ. №1-ში მდებარე №01.72.14.038.213 (ფართობი: 989.0 კვ.მ.) და №01.72.14.038.093 (ფართობი: 790.0 კვ.მ) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2023 წლის 12 ოქტომბრის №6706317 ბრძანებით ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საპროექტო ობიექტად დაფიქსირდა: მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობა (60% საცხოვრებელი). ავტოსადგომების ადგილების აუცილებელი რაოდენობა: ერთი - საცხოვრებელი ფუნქციის კ-2 საანგარიშო ფართობის ყოველ 150 კვ.მ. სამსახურის 2023 წლის 03 ნოემბრის №6742116 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელი დიღომი, ტარიელის ქუჩა N1; ქალაქ თბილისში, სოფელი დიღომი, ვეფხისტყაოსანის ქუჩა N35-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.305.001) მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 06 ნოემბრის №6744638 ბრძნებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 06 ნოემბრიდან 2025 წლის 06 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2023 წლის 06 ნოემბრის №6744638 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში არასწორად არის მითითებული საპროექტო ობიექტის მისამართი და საკადასტრო კოდი. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. კერძოდ, 2023 წლის 25 ოქტომბერს NAR1996643 განცხადებით სამსახურს მომართა მიხეილ ჯინჭარაძემ და მოითხოვა, ქ. თბილისში, სოფელი დიღომი, ტარიელის ქუჩა N1; ქალაქ თბილისში, სოფელი დიღომი, ვეფხისტყაოსანის ქუჩა N35-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული (ს/კ: №01.72.14.305.001) მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე (2023 წლის 03 ნოემბრის №6742116 ბრძანება) მშენებლობის ნებართვის გაცემა, რაც დაკმაყოფილდა სამსახურის 2023 წლის 06 ნოემბრის №6744638 ბრძანებით, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად საპროექტო ობიექტის მისამართი და საკადასტრო კოდი არასწორად დაფიქსირდა. გარდა ამისა, სამსახურმა დაადგინა რომ ბრძანებაში საპროექტო ობიექტის ფუნქციაც არასწორად არის მითითებული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 06 ნოემბრის №6744638 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გაიცეს ქ. თბილისში, სოფელი დიღომი, ტარიელის ქუჩა N1; ქალაქ თბილისში, სოფელი დიღომი, ვეფხისტყაოსანის ქუჩა N35-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.305.001) მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალოს მშენებლობის სანებართვო მოწმობა.“. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 06 ნოემბრის №6744638 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 06 ნოემბრის №6744638 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 7 November 2023Decision6747669 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal