ქალაქი თბილისი, ბობ უოლშის ქუჩა, N 40
Decision
- Decision number
- 6768536
- Decision date
- 20 November 2023
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- კობა მოდრეკილაძე
- Developer (company ID)
- 405246149
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.009.687
- Owner
- შპს "დიღმის ველი" (405246149)
- Area
- 11,265 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026
Plots and zoning
- 01.72.14.009.687Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1999600
- Status
- Approved
- Registered
- 8 November 2023
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 12 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 20 November 2023City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 8 დეკემბრის №6241655 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 8 ნოემბერს №AR1999600 განცხადებით მომართა კობა მოდრეკილაძემ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 8 დეკემბრის №6241655 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 8 დეკემბრის №6241655 ბრძანებით, №01.72.14.009.687 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2023 წლის 8 თებერვლის №6319690 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 8 დეკემბრის №6241655 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და საერთო ფართობად დაფიქსირდა 12772.1 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 7239.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 890.8 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2038.4 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 1600.2 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2022 წლის 8 დეკემბრის №6241655 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ღია ავტოსადგომების ფართობად დაფიქსირდა 413.3 კვ.მ. ხოლო, შეთანხმებული გეგმები და გენ-გეგმა ჩანაცვლდა 2023 წლის 21 იანვრის №AR1945231 განცხადებაზე წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით და გენ-გეგმით. სამსახურის 2023 წლის 20 აპრილის №6424042 ბრძანებით, ისევ გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 8 დეკემბრის №6241655 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული -1, 1, 2, 3 და 4 სართულების გეგმები (სამსახურის 2023 წლის 8 თებერვლის №6319690 ბრძანებით ჩანაცვლებული გეგმების გათვალისწინებით) ჩანაცვლდა 2023 წლის 11 აპრილის №AR1960293 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას სამსახურის 2022 წლის 8 დეკემბრის №6241655 ბრძანებაში, კერძოდ, ამჯერად განმარტავს, რომ შეთანხმებულ გეგმებზე გამორჩენილია კოლონები. შესაბამისად, ითხოვს შეთანხმებული ზოგიერთი გეგმის ჩანაცვლებას წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები შეადარა სამსახურის 2022 წლის 8 დეკემბრის №6241655 ბრძანებით (სამსახურის 2023 წლის 8 თებერვლის №6319690 და 2023 წლის 20 აპრილს №6424042 ბრძანებების გათვალისწინებით) შეთანხმებულ დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ შესაძლებელია შეთანხმებული გეგმების (-1 სართულის, ასევე მე-2 სართულიდან მე-8 სართულის ჩათვლით) ჩანაცვლება წარმოდგენილი ამავე სართულების გასწორებული გეგმებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 8 დეკემბრის №6241655 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 8 დეკემბრის №6241655 ბრძანებაში (სამსახურის 2023 წლის 8 თებერვლის №6319690 და 2023 წლის 20 აპრილის №6424042 ბრძანებების გათვალისწინებით) და შეთანხმებული გეგმები (-1 სართულის, ასევე მე-2 სართულიდან მე-8 სართულის ჩათვლით) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე სართულების გასწორებული გეგმებით. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 8 დეკემბრის №6241655 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 8 დეკემბრის №6241655, 2023 წლის 8 თებერვლის №6319690 და 2023 წლის 20 აპრილის №6424042 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 20 November 2023Decision6768536 - Granted
- 14 November 2023City answer
- 14 November 2023Files uploaded
- 8 November 2023Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- გეგმები ჭალები11.pdfOpen ↗
Other files1
- გასწორებული.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal