OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, შანდორ პეტეფის ქუჩა, N 19

AR11001232სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება16 ნოემბერი, 2023
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6808156
გადაწყვეტილების თარიღი
15 დეკემბერი, 2023
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გურამ თავაძე
დეველოპერი (ს/კ)
405184697

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.10.005.088
მესაკუთრე
შპს "ურბან დეველოფმენთს" (405184697)
ფართობი
2 095 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11001232
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
16 ნოემბერი, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
7

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 15 დეკემბერი, 2023ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736058 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 16 ნოემბერს №AR11001232 განცხადებით მომართა გურამ თავაძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736058 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736058 ბრძანებით, ქ. თბილისში, შანდორ პეტეფის ქუჩა №19-ში მდებარე №01.17.10.005.088 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 31 ოქტომბრიდან 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736058 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად 215.2 კვ.მ-ის, ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად 770.4 კვ.მ-ის ნაცვლად 748.9 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 541.2 კვ.მ-ის ნაცვლად 523.4 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1624.8 კვ.მ-ის ნაცვლად 1379.3 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 125.5 კვ.მ-ის ნაცვლად 74.4 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1559.1 კვ.მ-ის ნაცვლად 1382.6 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 11914.7 კვ.მ-ის ნაცვლად 11376.4 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები და გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები არ იცვლება უბრალოდ ხდება წარმოდგენილ არქიტექტურული გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736058 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736058 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს - 215.2 კვ.მ., ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად - 748.9 კვ.მ., კომერციულ ფართობად - 523.4 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 1379.3 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 74.4 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 1382.6 კვ.მ. და საერთო ფართობად - 11376.4 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736058 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736058 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736058 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 15 დეკემბერი, 2023გადაწყვეტილება6808156 - თანხმობა
  3. 14 დეკემბერი, 2023ქალაქის პასუხი
  4. 14 დეკემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
  5. 12 დეკემბერი, 2023ქალაქის პასუხი
  6. 12 დეკემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
  7. 8 დეკემბერი, 2023ქალაქის პასუხი
  8. 7 დეკემბერი, 2023ქალაქის პასუხი
  9. 6 დეკემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
  10. 5 დეკემბერი, 2023ქალაქის პასუხი
  11. 5 დეკემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
  12. 30 ნოემბერი, 2023ქალაქის პასუხი
  13. 30 ნოემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
  14. 16 ნოემბერი, 2023ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები2

სხვა ფაილები4

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა