მისამართი უცნობია
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6804089
- გადაწყვეტილების თარიღი
- 14 დეკემბერი, 2023
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თამაზ ზანდარაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 404870118
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.01.841
- მესაკუთრე
- შპს ჯეომილ (404870118)
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11002296
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 22 ნოემბერი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 22 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 14 დეკემბერი, 2023გადაწყვეტილება6804089 - უარი
- 14 დეკემბერი, 2023ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 22 ნოემბერს №AR11002296 განცხადებით მომართა თამაზ ზანდარაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772155 ბრძანების არარად აღიარება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურს, 2023 წლის 12 ნოემბერს, №AR11000301 განცხადებით მომართა თამაზ ზანდარაშვილმა და მოითხოვა ხაზობრივი ნაგებობის (რკინიგზის ჩიხი) რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. სამსახურის 2023 წლის 15 ნოემბრის №6761871 ბრძანებით, 2023 წლის 12 ნოემბრის №AR11000301 განცხადებასთან დაკავშირებით, დადგენილ იქნა ხარვეზები და განსაზღვრულ იქნა ვადა აღნიშნული ხარვეზების გამოსასწორებლად. სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772155 ბრძანებით, 2023 წლის 12 ნოემბრის №AR11000301 განცხადება დარჩა განუხილველი, ვინაიდან, განმცხადებლის მიერ არ გამოსწორდა დადგენილი ხარვეზები და არ იქნა წარმოდგენილი განსაზღვრული დოკუმენტაცია. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772155 ბრძანების არარად აღიარება, იმ საფუძვლით რომ №AR11000301 განცხადების განხილვის ვადა არ იყო ამოწურული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–60 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა, ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ, გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო, დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2023 წლის 15 ნოემბრის №6761871 ბრძანების არარად აღიარებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 22 ნოემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა