ქალაქი თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქუჩა, N 22ა; ქალაქი თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქუჩა, N 22ბ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6817133
- გადაწყვეტილების თარიღი
- 22 დეკემბერი, 2023
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მაია სესიაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 204856101
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.03.040.095
- მესაკუთრე
- შპს დომუს ქავთარაძე (204856101)
- ფართობი
- 588 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.03.040.095საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
- 01.14.03.040.372საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11006379
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 14 დეკემბერი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 8 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 22 დეკემბერი, 2023ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6802073 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 14 დეკემბერს №AR11006379 განცხადებით მომართა მაია სესიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6802073 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო ობიექტის მისამართის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6802073 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, პეტრე ქავთარაძის ქუჩა №22ბ-ში და პეტრე ქავთარაძის ქუჩა №22ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ: №01.14.03.040.372 და ს/კ: №01.14.03.040.095) არსებული შენობა/ნაგებობების დემონტაჟის პროექტი და გაიცა დემონტაჟის ნებართვა. დემონტაჟის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 12 დეკემბრიდან 2024 წლის 12 ივნისის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6802073 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ, განმცხადებელი, განმარტავს, რომ ბრძანებაში არასწორად არის დაფიქსირებული მიწის ნაკვეთის მისამართი. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2023 წლის 29 ნოემბრის №AR11003276 განცხადებით მოთხოვნილ იქნა დემონტაჟის ნებართვის გაცემა. სამსახურმა იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა. თუმცა, სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6802073 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში მიწის ნაკვეთის მისამართი არასწორად დაფიქსირდა. როგორც დღევანდელი მდგომარეობით, ასევე, სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6802073 ბრძანების გამოცემის მომენტისთვის არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №892023189834; მომზადების თარიღი: 01/11/2023 წ., განცხადების რეგისტრაცია: №892023189907; მომზადების თარიღი: 01/11/2023 წ.) №01.14.03.040.372 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მისამართს წარმოადგენს: ქ.თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქუჩა №22ბ. ხოლო, №01.14.03.040.095 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მისამართს - ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქუჩა №22ა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6802073 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6802073 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეთანხმდეს ქ. თბილისში პეტრე ქავთარაძის ქუჩა №22ბ-ში და პეტრე ქავთარაძის ქუჩა №22ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ: №01.14.03.040.372 და ს/კ: №01.14.03.040.095) არსებული შენობა/ნაგებობების დემონტაჟის პროექტი.“. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6802073 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 23 წლის 12 დეკემბრის №6802073 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 22 დეკემბერი, 2023გადაწყვეტილება6817133 - თანხმობა
- 14 დეკემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- NewArchitectureResponse.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა