ქალაქი თბილისი, ფარნავაზ მეფის გამზირი, N 21
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6821016
- გადაწყვეტილების თარიღი
- 25 დეკემბერი, 2023
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ზაზა ბოხუა
- დეველოპერი (ს/კ)
- 401987374
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.014.049
- მესაკუთრე
- შპს "მაზა" (401987374)
- ფართობი
- 6 327 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 19 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.014.049საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11006882
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 19 დეკემბერი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 6 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 25 დეკემბერი, 2023ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6762623 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 19 დეკემბერს №AR11006882 განცხადებით მომართა ზაზა ბოხუამ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6762623 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6762623 ბრძანებით შეთანხმდა №01.72.14.014.049 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 16 ნოემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №6802935 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6762623 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომების ფართობად დაფიქსირდა 631.25 კვ.მ. და შეთანხმებული პირველი სართულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდა 2023 წლის 1 დეკემბრის №AR11003802 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე სართულის არქიტექტურული გეგმით („PDF“ ფაილის მე-12 ფურცელი). წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ამჯერად ითხოვს სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6762623 ბრძანებაში ცვლილების შეტანას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად 1341.07 კვ.მ-ის ნაცვლად 2718.34 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 32803.01 კვ.მ-ის ნაცვლად 34180.28 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი -2.900 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა, შეცვლილი ავტოსადგომის და საერთო ფართობები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ავტოსადგომის და შესაბამისად, საერთო ფართობის მაჩვენებლები, არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, წარმოდგენილი -2.900 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა არ იცვლება , უბრალოდ ხდება წარმოდგენილ ამავე ნიშნულის არქიტექტურულ გეგმაზე ავტოსადგომის ფართობების დაზუსტება. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: №892023298983; მომზადების თარიღი: 27/11/2023წ.) №01.72.14.014.049 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „მაზა“ (ს/ნ: 401987374). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს „მაზას“ (ს/ნ: 401987374). ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ზაზა ბოხუა. შესაბამისად, დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6762623 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6762623 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 2718.34 კვ.მ., საერთო ფართობად - 34180.28 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6762623 ბრძანებით შეთანხმებული -2.900 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6762623 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ნოემბრის №6762623 და 2023 წლის 13 დეკემბრის №6802935 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 25 დეკემბერი, 2023გადაწყვეტილება6821016 - თანხმობა
- 22 დეკემბერი, 2023ქალაქის პასუხი
- 22 დეკემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
- 18 დეკემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა