OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ნინო რამიშვილის II ჩიხი, N 4

AR11011223სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება18 იანვარი, 2024- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6856718
გადაწყვეტილების თარიღი
26 იანვარი, 2024
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ირაკლი ბარნაბიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
404870412

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.14.005.271
მესაკუთრე
შპს "სონნეთ ქონსთრაქშენ" (404870412)
ფართობი
2 487 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11011223
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
18 იანვარი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
8 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 26 იანვარი, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736976 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 18 იანვრის №AR11011223 განცხადებით მომართა ირაკლი ბარნაბიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736976 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736976 ბრძანებით, №01.14.14.005.271 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის ,,ც" ბლოკის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 31 ოქტომბრიდან 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით. სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №6801527 და 2024 წლის 12 იანვრის №6839295 ბრძანებებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736976 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდა 2844.8 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 293.2 კვ.მ., საერთო ფართობად - 16410.6 კვ.მ. ამასთან, 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736976 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა 2023 წლის 26 დეკემბრის №AR11008187 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736976 ბრძანებით შეთანხმებულ (სამსახურის 2024 წლის 12 იანვრის №6839295 ბრძანებით ჩანაცვლებულ) +4.20 ნიშნულის გეგმაზე, N5 ბინის ფართობი არასწორად იქნა მითითებული (ამასთან, ცხრილში სწორად არის დაფიქსირებული). შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი +4.20 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა შეადარა შეთანხმებულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ +4.20 ნიშნულის არქიტექტურული გეგმაზე N5 ბინის ფართობის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736976 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული (სამსახურის 2024 წლის 12 იანვრის №6839295 ბრძანებით ჩანაცვლებული) +4.20 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი +4.20 ნიშნულის არქიტექტურული გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736976 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 31 ოქტომბრის №6736976, 2023 წლის 12 დეკემბრის №6801527 და 2024 წლის 12 იანვრის №6839295 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 26 იანვარი, 2024გადაწყვეტილება6856718 - თანხმობა
  3. 18 იანვარი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა