ქალაქი თბილისი , ქუჩა მარნეული , N 43
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6861469
- გადაწყვეტილების თარიღი
- 30 იანვარი, 2024
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მამუკა ბარათაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 202184992
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.12.021.012
- მესაკუთრე
- შპს "კალინა-ჯორჯია" (202184992)
- ფართობი
- 23 148 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.12.021.012საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-2
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11011717
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 22 იანვარი, 2024
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 8 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 30 იანვარი, 2024ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 იანვრის №6843374 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 22 იანვრის №AR11011717 განცხადებით მომართა მამუკა ბარათაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2024 წლის 16 იანვრის №6843374 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2024 წლის 16 იანვრის №6843374 ბრძანებით №01.18.12.021.012 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საწყობის და ოფისის (არაუმეტეს 25%) მშენებლობის და რეკონსტრუქციის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2024 წლის 16 იანვრის №6843374 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: მშენებლობის სახეობად „ახალი მშენებლობის და რეკონსტრუქციის“ ნაცვლად მითითებულია „რეკონსტრუქცია“. შესაბამისად ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. კერძოდ, 2023 წლის 11 აგვისტოს №AR1983478 განცხადებით სამსახურს მომართა მამუკა ბარათაშვილმა და მოითხოვა №01.18.12.021.012 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საწყობის და ოფისის (არაუმეტეს 25%) მშენებლობის და რეკონსტრუქციის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, რაც დაკმაყოფილდა სამსახურის 2024 წლის 16 იანვრის №6843374 ბრძანებით. თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის სახეობა არასწორად დაფიქსირდა. ამასთან, ამავე განცხადებაზე წარმოდგენილი შენობა- ნაგებობის განთავსების სქემის მიხედვით, გათვალისწინებულია როგორც ახალი მშენებლობა, ასევე არსებული შენობის რეკონსტრუქციაც. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 იანვრის №6843374 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 იანვრის №6843374 ბრძანებაში და მშენებლობის სახეობად დაფიქსირდეს: ახალი მშენებლობა და რეკონსტრუქცია. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 იანვრის №6843374 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2024 წლის 16 იანვრის №6843374 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 30 იანვარი, 2024გადაწყვეტილება6861469 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა