OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ცაცხვების III შესახვევი, N 14; ქალაქი თბილისი, ცაცხვების III შესახვევი, N 8; ქალაქი თბილისი, ცაცხვების III შესახვევი, N 6; ქალაქი თბილისი, ცაცხვების III შესახვევი, N 3

AR11015309სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება11 თებერვალი, 2024
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
ანა აწყურელი
დეველოპერი (ს/კ)
405549955

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.18.009.177
მესაკუთრე
როლანდი მატარაძე (P/N: *********34)
ფართობი
600 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11015309
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
11 თებერვალი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
5 დღე
რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 16 თებერვალი, 2024ქალაქის პასუხი

    სამსახურმა განიხილა თქვენი NAR11015309 მომართვა, რომლის პასუხად გაცნობებთ, რომ 2023 წლის 30 ნოემბრის N6779710 ბრძანებით ქ. თბილისში, N01.10.18.009.028 საკადასტრო ერთეულზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაცემულ იქნა შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა, თუ თვლით, რომ აღნიშნული აქტი გაყენებთ პირდაპირ და უშუალო ზიანს ან/და დარღვეულია მისი გამოცემის წესი, შეგიძლიათ გაასაჩივროთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ამასთან გაცნობებთ, რომ 2023 წლის 14 ნოემბრის NAR11000793 განაცხადით სამსახურს მომართა მოქალაქე გივი ტატიშვილმა და მოითხოვა ქ. თბილისში, N01.10.18.009.191 საკადასტრო ერთეულზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. საკითხის შესწავლის შედეგად, მასში გამოვლინდა გარკვეული სახის ხარვეზები, რის გამოც ამ ეტაპზე აღნიშნული შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა არ მომხდარა. 2023 წლის 28 დეკემბრის NAR11008566 განაცხადით სამსახურს მომართა მოქალაქე ზაალ ნიჟარაძემ და მოითხოვა ქ. თბილისში, N01.10.18.009.192 საკადასტრო ერთეულზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. საკითხის შესწავლის შედეგად, მასში გამოვლინდა გარკვეული სახის ხარვეზები, რის გამოც ამ ეტაპზე აღნიშნული შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა არ მომხდარა. 2024 წლის 07 თებერვლის NAR11014483 განაცხადით სამსახურს მომართა მოქალაქე ალექსანდრე ჯობავამ და მოითხოვა ქ. თბილისში, N01.10.18.009.177 საკადასტრო ერთეულზე შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის გაცემა. საკითხის შესწავლის შედეგად, მასში გამოვლინდა გარკვეული სახის ხარვეზები, რის გამოც ამ ეტაპზე აღნიშნული გაცემა არ მომხდარა. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით. დამატებით გაცნობებთ, რომ სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების თაობაზე წარმოდგენილი კონკრეტული განცხადების განხილვისას, განიხილავს ამ ობიექტთან დაკავშირებით თქვენ მიერ წარმოდგენილ შეტყობინებასაც, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების გარეშე. რის შედეგადაც სამსახური მიიღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნული ობიექტების სამშენებლო განვითარების შესახებ თვალყურის დევნება შეგიძლიათ სამსახურის ვებ- გვერდის (www.tas.ge) მეშვეობით, ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში.

    მეტის ჩვენება

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა