OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , III და IV მიკრო-რაიონებს შორის

AR11015491სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება12 თებერვალი, 2024- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6917017
გადაწყვეტილების თარიღი
4 მარტი, 2024
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მინური აბულაძე
დეველოპერი (ს/კ)
245599990

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.07.007.104
მესაკუთრე
შპს "არომა" (245599990)
ფართობი
19 000 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 4 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11015491
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
12 თებერვალი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
5 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
5

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 4 მარტი, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 12 თებერვალს №AR11015491 განცხადებით მომართა მინური აბულაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებით №01.10.07.007.104 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის („ბ“ ბლოკი) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 26 დეკემბრის №6822471 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 26 დეკემბრიდან 2027 წლის 23 მაისის ჩათვლით. სამსახურის 2024 წლის 02 თებერვლის №6868826 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდა ღია ავტოსადგომები: 869.5 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა და გენ-გეგმა ჩანაცვლდა №AR1953075 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული 0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმით და გენ-გეგმით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ, განმცხადებელი განმარტავს, რომ საცხოვრებელი ფართობი 12760.28 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 12760.24 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 3113.79 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 3115.95 კვ.მ., დამხმარე ფართობი 271.73 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 271.63 კვ.მ (აღნიშნული ფართობი განმცხადებლის მიერ დაზუსტებულია შეტყობინების ველის მეშვეობით), სარდაფის ფართობი 135.52 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 120.84 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გასწორებასთან ერთად ზუსტდება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 20415.9 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 20415.9 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 12760.24 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 3115.95 კვ.მ., სარდაფის ფართობად 120.84 კვ.მ., დამხმარე ფართობად 271.63 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა, სახურავის გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 და სამსახურის 2024 წლის 02 თებერვლის №6868826 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 4 მარტი, 2024გადაწყვეტილება6917017 - თანხმობა
  3. 1 მარტი, 2024ქალაქის პასუხი
  4. 28 თებერვალი, 2024ქალაქის პასუხი
  5. 28 თებერვალი, 2024ფაილები აიტვირთა
  6. 23 თებერვალი, 2024ქალაქის პასუხი
  7. 23 თებერვალი, 2024ფაილები აიტვირთა
  8. 21 თებერვალი, 2024ქალაქის პასუხი
  9. 21 თებერვალი, 2024ფაილები აიტვირთა
  10. 12 თებერვალი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები4

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა