OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ლევან ალექსიძის I შესახვევი, N 40

AR11015935სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება14 თებერვალი, 2024- ნუცუბიძე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6905927
გადაწყვეტილების თარიღი
26 თებერვალი, 2024
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი შანშიაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
206339979

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.04.029.317
მესაკუთრე
გიორგი ჭელიძე (P/N: *********18)
ფართობი
274 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11015935
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
14 თებერვალი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
12 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 26 თებერვალი, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 07 ოქტომბრის №5622351 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 14 თებერვალს №AR11015935 განცხადებით მომართა გიორგი შანშიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 07 ოქტომბრის №5622351 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 07 ოქტომბრის №5622351 ბრძანებით შეთანხმდა №01.14.04.029.317 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი №5-ის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 07 ოქტომბრიდან 2023 წლის 07 ოქტომბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2023 წლის 06 ოქტომბრის №6693826 ბრძანებით შევიდეს ცვლილება სამსახურის 2021 წლის 07 ოქტომბრის №5622351 ბრძანებაში და გაგრძელდა მშენებლობის ვადა 2025 წლის 06 ოქტომბრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი განმარტავს, რომ სამსახურის 2021 წლის 07 ოქტომბრის №5622351 ბრძანებაში დაფიქსირებულ საცხოვრებელ ფართობში არ არის შეყვანილი მე-2 სართულის გეგმაზე მდებარე სველი წერტილის ფართობი 5.1 კვ.მ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ფართობი 193.3 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 197.9 კვ.მ, ხოლო, საერთო ფართობი 234.2 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 238.8 კვ.მ. განმცხადებელი, ასევე, უთითებს, რომ გეგმებზე დაზუსტდა კიბის უჯრედის და საზაფხულო ფართობები. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული საცხოვრებელი ფართობი შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართობი არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმებზე დაზუსტდა კიბის უჯრედის და საზაფხულო ფართობები, თუმცა, აღნიშნული არ იწვევს სამსახურის 2021 წლის 07 ოქტომბრის №5622351 ბრძანებაში დაფიქსირებული კიბის უჯრედის და საზაფხულო ფართობების გასწორებას. ამასთან, დგინდება, რომ წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 07 ოქტომბრის №5622351 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 07 ოქტომბრის №5622351 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 238.8 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 197.9 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 07 ოქტომბრის №5622351 ბრძანებით შეთანხმებული პირველი და მე-2 სართულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე სართულების გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 07 ოქტომბრის №5622351 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 07 ოქტომბრის №5622351 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 26 თებერვალი, 2024გადაწყვეტილება6905927 - თანხმობა
  3. 23 თებერვალი, 2024ქალაქის პასუხი
  4. 23 თებერვალი, 2024ფაილები აიტვირთა
  5. 14 თებერვალი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

  • 317 ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში.pdfგახსნა ↗
  • 317 ტექნიკური ხარვეზის გასწორება rev01.pdfგახსნა ↗

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა