OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ხევძმარი , N1-ის მიმდებარედ

AR11015982სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება14 თებერვალი, 2024- გლდანი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6896455
გადაწყვეტილების თარიღი
21 თებერვალი, 2024
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ირაკლი მურღულია
დეველოპერი (ს/კ)
405455537

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.11.12.022.066
მესაკუთრე
შპს Portal (404989241)
ფართობი
2 866 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11015982
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
14 თებერვალი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 21 თებერვალი, 2024ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5690245 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 14 თებერვალს № AR11015982 განცხადებით მომართა ირაკლი მურღულიამ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5690245 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5690245 ბრძანებით №01.11.12.022.066 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 31 დეკემბრის №5751838 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2024 წლის 05 თებერვლის №6871070 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5690245 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდა: 18658.7 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად: 10447.2 კვ.მ., კომერციულ ფართობად: 1659.3 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 2317.6 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 2277.3 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად: 1791.6 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5690245 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატა დამხმარე ფართობი: 165.7 კვ.მ. ამასთან, სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5690245 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2024 წლის 25 იანვარს №AR11012363 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5690245 ბრძანებით შეთანხმებულ (სამსახურის 2024 წლის 05 თებერვლის №6871070 ბრძანებით ჩანაცვლებულ) -2 და -1 სართულის გეგმებზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, აღნიშნულ გეგმებზე დატანილ ავტოსადგომებზე ფართობები არ არის დატანილი ინდივიდუალურად. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული -2 და -1 სართულის გეგმები შეადარა შეთანხმებულ (სამსახურის 2024 წლის 05 თებერვლის №6871070 ბრძანებით ჩანაცვლებულ) გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. ამასთან, -2 და -1 სართულის გეგმებზე დატანილ ავტოსადგომებზე ფართობების ინდივიდუალურად დატანა არ იწვევს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობის ცვლილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5690245 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5690245 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული (სამსახურის 2024 წლის 05 თებერვლის №6871070 ბრძანებით ჩანაცვლებული) -2 და -1 სართულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი -2 და -1 სართულის გეგმებით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5690245 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №5690245 და 2024 წლის 05 თებერვლის №6871070 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 21 თებერვალი, 2024გადაწყვეტილება6896455 - თანხმობა
  3. 14 თებერვალი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა