OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ცამეტი ასურელი მამას ქუჩა, N 103

AR11017447სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება21 თებერვალი, 2024- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6956854
გადაწყვეტილების თარიღი
28 მარტი, 2024
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი გურგენიძე
დეველოპერი (ს/კ)
406197770

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.094.820
მესაკუთრე
ალექსი კობაიძე (P/N: *********33)
ფართობი
2 500 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR11017447
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
21 თებერვალი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
4

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 28 მარტი, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5199823 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 21 თებერვლის №AR11017447 განცხადებით მომართა გიორგი გურგენიძემ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5199823 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5199823 ბრძანებით, №01.72.14.094.820 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 25 ნოემბრიდან 2021 წლის 25 მაისის ჩათვლით. სამსახურის 2022 წლის 21 დეკემბრის №6259066 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5199823 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომების ფართობად დაფიქსირდა 414.2 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5199823 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა ჩანაცვლდა 2022 წლის 22 ოქტომბრის №AR1930035 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გენ-გეგმით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5199823 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორება. კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილი დამხმარე 71.9 კვ.მ. ფართობის დამატება. ასევე მოთხოვნილია, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 7340.6 კვ.მ-ის ნაცვლად 7330.1 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 892.2 კვ.მ-ის ნაცვლად 892.1 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად: 1753.9 კვ.მ-ის ნაცვლად 1653.6 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 1722.5 კვ.მ-ის ნაცვლად 1627.1 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გასწორება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც და საერთო ფართობი 12689.3 კვ.მ-ის ნაცვლად იქნება 12554.9 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ტექნიკური შეცდომის გასწორება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5199823 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს დამხმარე ფართობი: 71.9 კვ.მ., ამასთან, საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს: 7330.1 კვ.მ, კომერციულ ფართობად: 892.1 კვ.მ, საზაფხულო ფართობად: 1653.6 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 1627.1 კვ.მ. საერთო ფართობად: 12554.9 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5199823 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში ატვირთული გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5199823 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5199823 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 28 მარტი, 2024გადაწყვეტილება6956854 - თანხმობა
  3. 26 მარტი, 2024ქალაქის პასუხი
  4. 26 მარტი, 2024ფაილები აიტვირთა
  5. 26 მარტი, 2024ფაილები აიტვირთა
  6. 26 მარტი, 2024ფაილები აიტვირთა
  7. 26 მარტი, 2024ფაილები აიტვირთა
  8. 25 მარტი, 2024ქალაქის პასუხი
  9. 25 მარტი, 2024ფაილები აიტვირთა
  10. 25 მარტი, 2024ფაილები აიტვირთა
  11. 25 მარტი, 2024ფაილები აიტვირთა
  12. 25 მარტი, 2024ფაილები აიტვირთა
  13. 21 მარტი, 2024ქალაქის პასუხი
  14. 21 მარტი, 2024ფაილები აიტვირთა
  15. 8 მარტი, 2024ფაილები აიტვირთა
  16. 21 თებერვალი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები11

ყველას ჩვენება (11)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა