ქალაქი თბილისი, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირი, N 16
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6928445
- გადაწყვეტილების თარიღი
- 12 მარტი, 2024
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გოჩა ხოჯელანი
- დეველოპერი (ს/კ)
- 206155328
მონაწილეები
- დამკვეთი
- სახელი
- შპს ,,საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი", დირექტორი სერგო ტეფნაძე
- პირადი ნომერი
- *********59
- ორგანიზაცია
- შპს ,,საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი"
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 206155328
- მთავარი არქიტექტორი
- სახელი
- გოჩა ხოჯელანი
- პირადი ნომერი
- *********53
- სპეციალისტისაჭიროების შემთხვევაში კონსტრუქციული დასკვნა ჩასატარებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ
- სახელი
- ლია ზაუტაშვილი
- სპეციალისტიმშენებლობის ორგანიზების პროექტი კალენდარული გრაფიკით
- სახელი
- ბორის დგებუაძე
- სპეციალისტიკულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კონსტრუქციული პროექტი
- სახელი
- ლია ზაუტაშვილი
- სპეციალისტიკულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა
- სახელი
- შპს კირკიდაძე და კომპანია
- სპეციალისტიკულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ისტორიულ - არქიტექტურული კვლევა
- სახელი
- გია ჭანიშვილი
პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.01.108.012
- მესაკუთრე
- შპს "საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი" (206155328)
- ფართობი
- 5 012 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.01.108.012საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სპეციალური
- ქვეზონა
- specz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სპეციალური ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR11021216
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 3 მარტი, 2024
- სახეობა
- ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 9 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 12 მარტი, 2024ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული 2024 წლის 03 მარტის AR11021216 განცხადება, რომელიც ეხება ქ. თბილისში, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზ. N16-ში (ძეგლი) სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის საკითხს. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის N137 დადგენილების, ,,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე’’ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N91 განკარგულებით დამტკიცებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 აპრილის N9-34 დადგენილების თანახმად საკითხი განხილული იქნა ქ. თბილისის უნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე (ოქმი N9, 07.03.2024 წ), რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც აღნიშნულ საკითხს მიეცა დადებითი შეფასება. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გამოვლინდა ხარვეზები, კერძოდ: 1."ფაილის მიმაგრება -> "ფაილი მიამაგრეთ სურვილის შემთხვევაში: - GWP-სთან შეთანხმებული გენგეგმა განსხვავდება საპროექტო დოკუმენტაციისაგან. წარმოდგენილი იქნეს განახლებული, ორბიექტის შესაბამისი გენგეგმა; 2..საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის pdf ფაილი.: - არ არის წარმოდგენილი ტოპოგეგმა. ტოპოგეგმაზე დატანილი იქნეს არსებული ხე-ნარგავები და ყველა ხაზობრივი ნაგებობა (ინტერნეტქსელი, თბილისი ენერჯის გაზმომარაგების ქსელი) და წარმოდგენილი იქნეს შესაბამისი უწყებების პოზიციები (ინტერნეტ ქსელი); - განმარტებითი ბარათის მიხედვით პროექტით გათვალისწინებულია წყალამრიდი ჯებირისა და სადრენაჟო არხის მოწყობა შენობის უსაფრთხოებისთვის; აღნიშნული ასახული იქნეს გენგეგმასა და გეგმაზე და წარმოდგენილი იქნეს შესაბამისი უწყების პზციცია და შეთანხმებული გენგეგმა; 3.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არქიტექტურული პროექტი -> .ძეგლის არქიტექტურული პროექტის pdf ფაილი: - არ არის წრმოდგენილი არსებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები; - არსებული და საპროექტო ტექნიკურ-ეკონომიკურიამჩვენებლები ჩაიშალოს სათავსების ფუნქციების შესაბამისად; - პროექტში არ არის წარმოდგენილი დასაშლელი შენობის დეტალური ანაზომები; - წარმოდგენილი იქნეს საპროექტო როგორც განივი, ისე გრძივი ჭრილები; - „ბ-ა“ ფასადის მახარეს გეგმაზე მითითებული იქნეს საკადასტრო საზღვრამდე მანძლები, დაცული იქნეს სამეზობლო მიჯნები; - არ არის წარმოდგენილი მისაწვდომობის ეროვნნული სტანდარტების მიხედვით დამუშავებული პროექტი და შესაბამისი დასკვნა. - არ არის წარმოდგენილი ღობის გრაფიკული ნახაზები; -დამატებით წარმოდგენილ იქნას საპროექტო და მომიჯნავე შენობა-ნაგებობის ფასადების ესკიზური განშლები (მომიჯნავე შენობების ფასადები შესაძლებელია დატანილ იქნას მხოლოდ კონტურების სახით) , რომელზეც დატანილი იქნება აბსოლიტური ნიშნულები როგორც ყველაზე დაბალ, ასევე ყველაზე მაღალ წერტილებში. 4.მშენებლობის ორგანიზების პროექტი კალენდარული გრაფიკით. -> .მშენებლობის ორგანიზების პროექტი კალენდარული გრაფიკით pdf ფაილი.: - სამშენებლო მასალის დასაწყობება აისახოს როგორც ტექსტურ ნაწილში, ისე სამშენებლო გენგეგემაზე; - ეტაპებში გაიწეროს პროექტით გათვალსიწნებული ყველა სამუშაო, მათ შორის სადრენაჟე სისტემისა და წყალამრიდი კედლის მოწყობა; 5. კონსტრუქციულ და არქიტექტურულ ნაწილში შესაბამისობაში იქნას მოყვანილი სვეტები. წარმოსადგენია საექსპერტო დასკვნა არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობის და ჩასატარებელი სამუშაოების შესაძლებლობის შესახებ. დასკვნაში განხილული უნდა იქნას ასევე დაგეგმილი სამუშაოების მომიჯნავე შენობაზე შესაძლო ზეგავლენა 6. იპოთეკარის თანხმობა გაცემულია მხოლოდ დემონტაჟთან დაკავშირებით. საჭიროა თანხმობა გაიცეს ყველა განსახორციელებელ სამუშაოსთან დაკავშირებით (საჭიროების შემთხვევაში თანხმობას დაერთოს ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი). 7.წარმოდგენილი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა ეხება ახალი სამ სართულიანი შენობის, მხოლოდ მშენებლობას. კვლევაში რეაბილიტაციაზე და ძეგლზე არაფერია ნახსენები. რაც შეეხება კვლევას: 1. წარმოდგენილი კვლევის მიხედვით მოცემული შენობის სართულიანობისთვის (3 სართულიანი ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი), სამთო გამონამუშევრების სიღრმეები არ შეესატყვისება „ს.ნ. და წ. 1.02.07–87“-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მით უმეტეს, რომ ბურღვისას, #1 ჭაბურღილში 4.0 მ სიღრმეზე გრუნტის წყლებიც გაიხსნა, ამ დროს კვლევის მიხედვით გაყვანილია 4 მ-ის ორი სამთო გამონამუშევარი - მიზეზი საჭიროებს დასაბუთებას. 2. წარმოდგენილ ს/გეოლოგიურ კვლევას არ აქვს თანდართული დათარიღებული, ხელმოწერილი და ბეჭდიანი ნიმუშების და სინჯების ლაბორატორიული გამოცდების უწყისები და კრებსითი უწყისი (ყველა არსებული სტანდარტის მიხედვით, გარკვევით, სიტყვიერად მითითებულია, რომ ლაბორატორიული გამოკვლევების ცხრილების სპეც. გრაფაში უნდა ეწეროს, გრუნტის ნიმუშის თუ წყლის სინჯის (არსებობის შემთხვევაში) აღების, გამოცდის და უწყისის გაფორმების კონკრეტული, ზუსტი თარიღი). კვლევაში, ტექსტში ნახსენები უნდა იყოს თუ სად გაკეთდა გრუნტის ნიმუშების და წყლის სინჯების ლაბორატორიული გამოკვლევა. 3. კვლევაში ნახსენებია, რომ გაიბურღა 2 ჭაბურღილი თითო 4 მ, ხოლო ლითოლოგიური სვეტებიდან ვიგებთ, რომ გაბურღულია ორი 5 მ-ანი ჭაბურღილი - უნდა განიმარტოს. 4. სამთო გამონამუშევრების ლითოლოგიურ სვეტებს აკლია თარიღის გრაფა, სადაც მინიშნებული უნდა იყოს სამთო გამონამუშევრების გაყვანის დაწყების და დასრულების კონკრეტული თარიღი. 5. სამთო გამონამუშევრების ლითოლოგიურ სვეტებს აკლია გრუნტის ნიმუშების აღების ადგილების აღმნიშვნელების დატანა, მათი სიღრმეების - დონეების მითითებით. 6. კვლევის საექსპერტო დასკვნას აკლია ექსპერტის პირადობის, ინჟინერ გეოლოგის კვალიფიკაციის, და ცენზის (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულის, ან დოქტორის) დამადასტურებელი საბუთები - დიპლომები, მოკლე ავტობიოგრაფიული ცნობების - CV-ს ჩათვლით (სანებართვო წესის შესახებ დებულება №256). ექსპერტს ასევე უნდა ჰქონდეს საინჟინრო გეოლოგიაში მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება (იხ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №256 დადგენილება). შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი უნდა იქნას კორექტირებული და განახლებული დოკუმენტაცია - კვლევა და საექსპერტო დასკვნა, შენიშვნების გათვალისწინებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური საკითხის განხილვას დაუბრუნდება მითითებული ხარვეზების გამოსწორების შემდგომ. ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი. დამატებით ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში გეცნობებათ დამატებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 12 მარტი, 2024გადაწყვეტილება6928445
- 3 მარტი, 2024ფაილები აიტვირთა
- 3 მარტი, 2024ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები3
დასკვნები და აზომვები3
სხვა ფაილები7
- ავია 2024.pdfგახსნა ↗
- არქიტექტურული კვლევა.pdfგახსნა ↗
- eqspertiza AVIA ofisi.pdfგახსნა ↗
- GWP. თელმ.თანხმ.თანამესაკუთრე.pdfგახსნა ↗
- თანხმ.თანამესაკუთრე.pdfგახსნა ↗
- ფოტოსურათები.pdfგახსნა ↗
ყველას ჩვენება (7)ნაკლების ჩვენება
- ფოტომონტაჟი.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა